ახალი ამბები

პირადი ცხოვრების კადრები სომხეთის ციხის პატიმარმა ატვირთა ფეისბუკზე — შსს

9 თებერვალი, 2019 • 1709
პირადი ცხოვრების კადრები სომხეთის ციხის პატიმარმა ატვირთა ფეისბუკზე — შსს

შსს-ის ცნობით, 28 იანვრიდან მიმდინარე გამოძიებით ამ ეტაპზე დგინდება, რომ პირადი ცხოვრების კადრები სომხეთის ციხიდან ატვირთეს ფეისბუკზე.

თუმცა შსს-ს არ დაუზუსტებია, არის თუ არა ეს ადამიანი ვიდეოს გავრცელების პირველწყარო.

სამინისტრომ ეს ინფორმაცია 9 თებერვალს გამოაქვეყნა, მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია რუსთავი2-მა დააანონსა “შაბათის კურიერის” სიუჟეტი, სადაცამაზეა საუბარი.

შსს აცხადებს, რომ “ფეისბუკის” ადმინისტრაციასთან თანამშრომლობისა და გამოძიების შედეგად კადრების გავრცელებისთანავე დაადგინეს, რომ ბ.მ-ის სარეგისტრაციო სახელით [ექაუნთით] სავარაუდოდ სარგებლობდა საქართველოს მოქალაქე დ.ა.

ის, შსს-ის ცნობით, “მეზობელ ქვეყანაში ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის მკვლელობისთვის ამჟამად სასჯელს სომხეთის ერთ-ერთ ციხეში იხდის”.

“მან სოციალური ქსელის მეშვეობით მიმდინარე წლის იანვარში, ინტერნეტ-სივრცეში არაერთხელ გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები” – წერს შსს.

პოლიციის ცნობით, ამ ადამიანმა საქართველოს საზღვარი მეუღლესთან ერთად 2016 წლის ნოემბერში გადაკვეთა.

“ქართველი და სომეხი სამართალდამცველების თანამშრომლობით საქართველოს მოქალაქის საკნის ჩხრეკისას, ამოღებულია მისი კუთვნილი „samsung”-ის მოდელის მობილური ტელეფონი. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს თანამშრომლობას სომეხ კოლეგებთან, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით”.

შსს-ის თანახმად, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს.


რანდემინე კვირის წინ დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსხველი კადრები გავრცელდა ინტერნეტში. თავდაპირველად მომხარებლები ამ ჩანაწერს სხვადასხვა ჩატებში უგზავნიდნენ, ხოლო შემდეგ უკვე საჯაროდაც აიტვირთა ერთ-ერთი მომხმარებლის გვერდზე.

შსს აცხადებს, რომ გამოძიება გრძელდება.

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შენახვა და გავრცელება დასჯადია

მასალების გადაბეჭდვის წესი