ახალი ამბები

მომსახურების სააგენტო I მარტამდე სპეციალურ რეჟიმში იმუშავებს

8 თებერვალი, 2019 • 1256
მომსახურების სააგენტო I მარტამდე სპეციალურ რეჟიმში იმუშავებს

მომსახურების სააგენტო 8 თებერვლიდან პირველ მარტამდე სპეციალურ რეჟიმში იმუშავებს. ამის მიზეზად შსს-ს მომსახურების სააგენტო მართვის მოწმობის C, D და E კატეგორიების შეცვლის მსურველთა დიდ რაოდენობას ასახელებს.

“სამუშაო საათების რაოდენობა დღეიდან გაიზრდება და ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ყველა სერვისცენტრი იმუშავებს ყოველდღე – 09:30 საათიდან 20:00 საათამდე, ხოლო შაბათს – 09:30 საათიდან 18:00 საათამდე,”-აცხადებენ სააგენტოში.

სააგენტოს ცნობითვე, 2014 წლის პირველ მარტამდე გაცემული C,D, და E კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობებს მოქმედების ვადა კანონით 2018 წლის 1 სექტემბრამდე განისაზღვრა, თუმცა ვადის ამოწურვამდე რამდენიმე თვით ადრე, მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით,  სააგენტომ ვადა 6 თვით გაახანგრძლივა.

“მიუხედავად იმისა, რომ მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებში ზემოაღნიშნული კატეგორიის მართვის მოწმობები ყოველდღიურ რეჟიმში იცვლებოდა, მომართვიანობა მკვეთრად გაიზარდა ბოლო დღეებში, რის გამოც სააგენტო მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადადის. ცვლილება არ ეხება B კატეგორიის მართვის მოწმობებს. ასევე, იმ მოქალაქეებს, ვისაც BC, BD,BCD კატეგორიები და ქვეკატეგორიები აქვთ და ამ ეტაპზე მხოლოდ B კატეგორიით სარგებლობენ. აღნიშნული მოქალაქეები მართვის მოწმობის გამოცვლას პირველი მარტის შემდეგაც უგამოცდოდ შეძლებენ,”-წერია სააგენტოს მიერ გარცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი