ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერგნეთში ქართული და ოსური მხარეების შეხვედრა მიმდინარეობს

8 თებერვალი, 2019 • 1484
ერგნეთში ქართული და ოსური მხარეების შეხვედრა მიმდინარეობს

ერგნეთში დღეს, 8 თებერვალს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში ქართული და ოსური მხარეები მიმდინარე საკითხებსა და პრობლემებს განიხილავენ.

მათ შორის, როგორც ოსური მხარე აცხადებს, ცხინვალი ყურადღებას გაამახვილებს იმასთან დაკავშირებით, რომ გამყოფ ხაზთან, ანუ, როგორც მას რუსული და ოსური მხარეები უწოდებენ, “სახელმწიფო საზღვართან” ხშირია ინციდენტები და პროვოკაციული ფაქტები.

ქართული მხარის ცნობით კი, განხილვის მთავარი თემა სოფელ ხურვალეთთან რუსი სამხედროების მიერ სამეთვალყურეო კოშკურის დამონტაჟებაა.

ბოლო შეხვედრა ერგნეთში 2018 წლის 18 დეკემბერს გაიმართა.

ერგნეთის შეხვედრებში, რომელიც 2009 წლიდან რეგულარულად მიმდინარეობს, ქართული და ოსური მხარეების გარდა მონაწილეობენ რუსული მხარე და ეუთოსა და ევროკავშირის წარმოდგენლები.

რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი 2008 წელის აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა. ქართული მხარე და საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და საქართველოს განუყოფელ ნაწილად აღიარებს.

მოლაპარაკებები მხარეებს შორის ერგნეთში არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე, ფოტო: გიორგი კიკაბიძე

2018 წელი

მასალების გადაბეჭდვის წესი