ახალი ამბები

საქართველოში თქვენ მიერ განხორციელებული პროექტები მასშტაბურია – ზამბახიძე ტრამპს

8 თებერვალი, 2019 • 3228
საქართველოში თქვენ მიერ განხორციელებული პროექტები მასშტაბურია – ზამბახიძე ტრამპს

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე თეთრ სახლში ქალთა გლობალური განვითარებისა და წარმატების ინიციატივის გახსნას დაესწრო. ნინო ზამბახიძის თქმით, აშშ-ის მთავრობის გრანტმა მისი ცხოვრება შეცვალა.

ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა წარმატებით ვითარდება.

“პირველ რიგში, მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ შესანიშნავი ინიციატივისთვის. ასევე ვისარგებლებ შემთხვევით და ვეტყვი ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს, რომ ისინი მსოფლიოში ადამიანების ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლიან. მე ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ბენეფიციარი ვარ. მე ერთ-ერთი მათგანი ვიყავი, ვინც ფიქრობდა, რომ საქართველოში ქალებს მომავალი არ აქვთ, თუმცა ათასწლეულის კორპორაციამ შესაძლებლობა მომცა გადამელახა ეს გამოწვევა.

საქმიანობა ორი ძროხით დავიწყე, დღეს კი უმსხვილესი ფერმერი ვარ. ახლა ჩემს საზოგადოებას [ფერმერებს] ვეხმარები ფინანსებზე წვდომით, განათლებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფით. ბატონო პრეზიდენტო, აშშ-საქართველოს ურთიერთობა წარმატებით ვითარდება და საქართველო ამას გრძნობს. მსურს ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ. თქვენი და თქვენი პროექტები, რომლებსაც საქართველოში ახორციელებთ, მასშტაბურია.

ქალებს აქვთ მომავალი და მთელ მსოფლიოში ასობით ნინოა, რომელსაც არ შეუძლია მოვიდეს და ეს პირადად გითხრათ. აშშ-ის პროექტების მონაწილეთა სახელით მსურს, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაგიხადოთ,” – განაცხადა ზამბახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი