ვეტერანებს რკინიგზით მგზავრობის საფასური გაუნახევრდათ

„საქართველოს რკინიგზის“ მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლებით მგზავრობისას,  ვეტერანებსა  და მათი ოჯახის წევრებს უკვე შეუძლიათ  50%-იანი შეღავათით ისარგებლონ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინიციატივით, საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 22 იანვარს გამოსცა N44 განკარგულება,რომლის თანახმადაც ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის დაწესდა 50%-იანი შეღავათი საქართველოსრკინიგზის მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლების გარკვეული კატეგორიის ვაგონებით მგზავრობაზე.

შეღავათი შეეხება: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მონაწილეებს, ამ ბრძოლებში დაღუპულთა ოჯახის წევრებს დამარჩენალდაკარგულებს; აგრეთვე, მეორე მსოფლიო ომის  ვეტერანებს და ავღანეთის  ომის  მონაწილეებს.

ვეტერანები 50% ფასდაკლებით სარგებლობას შეძლებენ სამგზავრო ბილეთის შეძენისას პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენისშემთხვევაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი