ემზარ კვიციანი: ანუ, ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს გამოცდების გაუქმება?!

დეპუტატი ემზარ კვიციანი გამოეხმაურა განათლების მინისტრის განცხადებას იმის შესახებ, რომ გამოსაშვებმა გამოცდებმა სკოლები დააცარიელა:

“ერთი ფრაზა მომხვდა ყურში [მინისტრის მოხსენებიდან]- გამოცდებმა დააცარიელეს სკოლები. ანუ, ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს გამოცდების გაუქმება?! არავის ულაპარაკია იმ მთავარ პრობლემაზე, რასაც ჩვენი გენოფონდის განადგურება ჰქვია. ანუ, სკოლებში არ გვყოფნის მოსწავლეები.

ამასთან დაკავშირებით მაქვს ასეთი კითხვა: საჭიროა თუ არა მოიფიქროს სახლემწიფომ ისეთი სოცილაური პროგრამები, რომლითაც ხელს შეუწყობს ახალი ოჯახების შექმნას და მისცემს მიმართულებას ერის გამრავლებისკენ” ,- ამბობს “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.