ახალი ამბები

თბილისის მერიამ ვერეს ხეობაში სასტუმროსა და სავაჭრო ცენტრის მშენებლობაზე ნებართვა გასცა

7 თებერვალი, 2019 • 3324
თბილისის მერიამ ვერეს ხეობაში სასტუმროსა და სავაჭრო ცენტრის მშენებლობაზე ნებართვა გასცა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვერეს ხეობაში ორ პროექტზე მშენებლობის ნებართვა გაიცა. კალაძე თავის განცხადებაში განმარტავს, რომ სამშენებლო ნებართვაზე სულ 4 პროექტი არსებობდა, აქედან 2-ს უარი უთხრეს, ხოლო 2 დაკორექტირდა და, შესაბამისად, ისინი ვერეს ხეობაში აშენდება.

ერთ-ერთი პროექტს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ძმის, ავთანდილ მახარობლიშვილის კომპანია”ლენდ მარკ პროჯექტი” ასრულებს, რომელსაც მანამდე საგარეო საქმეთა სამინისტრომ  700 000-იანი ხელშეკრულება გაუფორმა ისე, რომ ელექტრონული ტენდერი არ გამოუცხადებია. ამავე კომპანიას მინდობილობა გამოუცხადა შპს გამა-მ, რომელიც იმ ტერიტორიას ფლობს, რომელზეც სავაჭრო ცენტრი უნდა აშენდეს.

” ერთი არის სავაჭრო ცენტრი და მეორეა სასტუმრო. ეს ორი პროექტი შეთანხმებული იყო, თუმცა, ჩვენი ჩართულობით, ერთის შემთხვევაში შემცირდა მოცულობა – დაახლოებით 30 000 კვადრატი უნდა აშენებულიყო და 20 000-ზე ჩამოვიდა, ხოლო მეორე შემთხვევაში- გასწორდა, რომ არსებულ მიწის ნაკვეთზე ნარგავები მაქსიმალურად შენარჩუნდეს“, – განმარტა კახა კალაძემ.

კალაძე განმარტავს, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე არსებობს დასკვნები, რომ ამ კონკრეტულ მონაკვეთებზე მშენებლობა პრობლემას არ წარმოადგენს.

სასტუმრო

სასტუმრო, რომლის აშენების ნებართვაც მერიამ ვერეს ხეობაში გასცა, ატენის ქუჩის შესახვევში უნდა აშენდეს. ეს სწორედ ის შენობაა, რომელსაც ლენდ მარკ პროჯექტი” შეასრულებს.

საჯარო დოკუმენტაციაში ასვე ვკითხულობთ, რომ პროექტის კორექტირების შემდეგ შენობამ 6 მეტრით ჭ. ამირეჯიბის გზატკეცილისკენ გადაიწია, გაუქმდა მიწისქვეშა ავტოსადგომი და მათ ადგილას განთავსდა დამხმარე ფართები.

შენობის მიწის დონის ზემოთ 8 სართული იქნება, სადაც სასტუმროს ნომრები, ოფისები, სასადილო და დამხმარე სათავსოები მოეწყობა, ხოლო მიწისქვეშა (-1) სართულზე განთავსებულია დამხმარე სათავსოები.

ის ტერიტორია, სადაც სასტუმრო უნდა აშენდეს. ფოტო: არქიტექტურის სამსახური

შენობის  საერთო ფართობი 4077.56 კვ. მ-ია. დოკუმენტაციის მიხედვით, შენობას სამხრეთიდან ესაზღვრება საზოგადოებრივი სივრცე, რომლის შუა წერტილი დაახლოებით 26 მეტრითაა დაშორებული საპროექტო შენობის ფასადიდან, რის მიხედვითაც განისაზღვრება მოცულობის მაქსიმალური სიმაღლე.

სავაჭრო ცენტრი

მეორე პროექტი, რომელსაც ვერეს ხეობაში ააშენებენ – სავაჭრო ცენტრია. ტერიტორიის მფლობელი  შპს “გამაა”, თუმცა არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ამ კომპანიის წარმომადგნელობაზე უფლებამოსილმა პირმა მინდობილობა “ლენდ მარკ პროჯექტის” დირექტორსა და მფლობელს, ავთანდილ მახარობლიშვილის გადასცა. 

“ლენდ მარკ პროჯექტმა” შეიმუშავა ამაევ სავაჭრო ცენტრის მუშა პროექტი.  ამ ტერიტორიაზე, დოკუმენტაციის მიხედვით, უნდა აშენდეს 6-სართულიანი ბიზნესცენტრის შენობა, ორი მიწისქვეშა სართულით ავტოპარკინგისთვის. მშენებლობის ვადა 2019 წლის 04 თებერვლიდან 2022 წლის 04 თებერვლის ჩათვლით განისაზღვრა. შენობის საერთო ფართობი 6799.0 კვ.მ იქნება.

2015 წელს თბილისში, ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე  შეიწირა, ორი კი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ბუნებრივი კატასტროფის შედეგად სხვადასხვა სახის ზარალი 1041 ადამიანს მიადგა, მნიშვნელოვნად დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურაც. ამ დრომდე სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად 90 მლნ ლარამდე დაიხარჯა.


სტიქიის შემდეგ, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ საკუთარ ანგარიშში ის რეკომენდაციების გაწერა, რომელიც ქალაქს ამგვარი საფრთხეებისგან დაიცავდა,კერძოდ:

სასწრაფო ღონისძიებებისთვის საჭიროა:

  • დაინერგოს სწრაფი შეტყობინებების თანამედროვე სისტემები: მანამდე ხეობის ვერტიკალური ზონალობის გათვალისწინებით, ღვარცოფებზე და წყალმოვარდნებზე დასაკვირვებლად ნალექმზომებისა და ჰიდროლოგიური საგუშაგოების მოწყობა (სამუშაოები მიმდინარეობს);
  • თბილისის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების საშიშროების ზოგადი ანალიზი და 2015 წლის 13-14 ივნისს მდ. ვერეს აუზში განვითარებული კატასტროფებით გამოწვეული მდგომარეობის წინასწარი შეფასება 61 გარემოს ეროვნული სააგენტო o რაც შეეხება მეწყრულ სხეულებზე ადრეული შეტყობინების სისტემის ინსტალაციას, მათი გენეზისიდან გამომდინარე აღნიშნული არსებული სტიქიის ზონაში არაეფექტური იქნება;
  • ქალაქის ფარგლებში მდ. ვერეს ჭალა-კალაპოტის ზონა უნდა გათავისუფლდეს წყლის ნაკადების გატარების დამაბრკოლებელი სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობებისაგან; o მაღალი საშიშროების რისკის ზონიდან საჭიროა მოსახლეობის გასახლება;
  • უმოკლეს პერიოდში უნდა განხორციელდეს, მდ. ვერეს აუზის აერო- გადაღება, რათა მოვიპოვოთ დეტალური ტოპოგრაფიული (LIDAR) და აეროფოტოსურათი დინამიური ანალიზის განსახორციელებლად;
  • გაგრძელდეს მონიტორინგული დაკვირვებები გეოდინამიკური თვალსაზრისით უკიდურესად დაძაბულ უბნებზე;
  • შესაძლებლობის ფარგლებში განხორციელდეს მთავარი მეწყრული სხეულის გაწმენდა;
  • დაწესდეს სპეციალური რეჟიმი წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზაზე, სადაც არსებობს მეწყრულ-ღვარცოფული მოვლენების განმეორების რეალური საშიშროება;
  • პრაქტიკულად შეუძლებელია წყნეთი-სამადლოს გზის აღდგენა დიდი მეწყრის არეალში. შესაბამისად, დროულად უნდა დაიწყოს გზის ალტერნატიული ვარიანტის შერჩევა.
  • მდინარის კალაპოტის განივი კვეთის პარამეტრები გაანგარიშდეს კატასტროფულ ხარჯზე და გაგანივრდეს, ნაპირები მოეწყოს ლანდშაფტური დაგეგმარების ხედვით;
  • ქალაქის ფარგლებში საავტომობილო გზა მაქსიმალურად გაუყვეს მდინარის ერთ ნაპირს პერსპექტიული განვითარების ტრასის გათვალისწინებით;
  • ქალაქის ფარგლებში მდინარე ვერეს კალაპოტის მეანდრირების მკვეთრი ცვლილების/გასწორხაზოვნების შემთხვევაში, ნაკადის სიჩქარის დარეგულირების მიზნით, მოეწყოს ბარაჟები; o თამარაშვილის ქუჩის გვირაბი დამოკლდეს დასაშვებ სიგრძემდე;

საშუალო პერიოდის ღონისძიებები ჩასატარებელია შემდეგი სახის სამუშაოები, რომელიც მოიცავს:

  • ტოპო-გეოდეზიურ გადაღებას (საველე), გეოლოგიურ, ჰიდროგეოლოგიურ, გეოფიზიკურ, ჰიდროლოგიურ და მეტეოროლოგიურ კვლევებს, რომლის საფუძველზე შედგება სათანადო ანგარიში, სპეციალიზირებული რუკებით, მათ შორის ტერიტორიის საშიშროების რისკის მიხედვით დარაიონება (ზონირება), მსხვილ მასშტაბში დასკვნებითა და რეკომენდაციებით;
  • განსახორციელებელია შემდეგი სახის საინჟინრო ღონისძიებები, კერძოდ: o სათანადო კვლევებზე დაყრდნობით უნდა შეირჩეს ის უბნები, სადაც შესაძლებელი გახდება ეფექტური ღვარცოფშემაკავებელი საინჟინრო ნაგებობების მოწყობა. საჭიროა, აშენდეს ცხაურის ტიპის რკინა-ბეტონის კონსტრუქცია მსგავსი ღვარცოფის განვითარების დროს მსხვილი (ხე- მცენარეების) მასალის დასაკავებლად.
  • ამასთანავე, შესაძლებელია არამასშტაბურ-დაბალზღურბლიანი ნაგებობების მშენებლობა, საიდანაც შესაძლებელი გახდება ჩახერგილი ნატანი მასალის იოლი ამოღება;
  • ვინაიდან ქ. თბილისი გეოდინამიკური თვალსაზრისით იმყოფება უკიდურესად რთულ მდგომარეობაში და არის რეალური საშიშროება იმისა, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება, ყოველივე ამის ფონზე, საჭიროდ მიგვაჩნია სპეციალიზირებული სამსახურის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს საშიში გეოლოგიური და ჰიდროლოგიური თბილისის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების საშიშროების ზოგადი ანალიზი და 2015 წლის 13-14 ივნისს მდ. ვერეს აუზში განვითარებული კატასტროფებით გამოწვეული მდგომარეობის წინასწარი შეფასება 63 გარემოს ეროვნული სააგენტო მოვლენებისაგან ქალაქის დაცვას, არა მარტო მდ. ვერეს აუზში, არამედ დიდი თბილისის სხვა დაძაბულ უბნებზე.
  • საქართველოში სტიქიური კატაკლიზმების მნიშვნელოვანი გააქტიურების ფონზე, აუცილებელია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართების განკარგვა განხორციელდეს მხოლოდ წინმსწრები საიჟინრო- გეოდინამიკური შეფასების შემდეგ. აქედან გამომდიანრე საქართველოს პრეზიდენტის ბრაძენებულება, რომელიც ამ მიმართულებით 2007 წელს გაუქმდა, აუცილებლად უნდა ამოქმედდეს.
  • განხორციელდეს მდ. ვერეს ხეობის ბუნებრივი პროცესების მოდელირება, როგორიცაა: ჰიდრავლიკური (წყალდიდოების და წყალმოვარდნების შემთხვევაში) და საშიში გეოლოგიური პროცესების (მეწყერები, ღვარცოფები);
  • თამარაშვილისა და გმირთა მოედნის გვირაბებს დაემატოს წყალსადინარები პარალელური გვირაბების სახით;
  • ყველა ნაგებობა – გზა, სანაპირო კედლები და მიმდებარე ინფრასტრუქტურა უნდა გაითვალოს კატასტროფული/მაქსიმალური შეტბორვისა და წარეცხვის სიღრმის გათვალისწინებით;

მასალების გადაბეჭდვის წესი