ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანმა საქართველოდან ავტომობილების იმპორტი თითქმის 40%-ით შეამცირა

30 ივლისი, 2014 • • 1659
აზერბაიჯანმა საქართველოდან ავტომობილების იმპორტი თითქმის 40%-ით შეამცირა

გამოცემის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი აზერბაიჯანში რაოდენობრივად 7,9 ათასი ერთეულით (39,9 პროცენტი) შემცირდა. შედარებისთვის, 2013 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან აზერბაიჯანში განხორციელდა 19, 901 ათასი ავტომობილის ექსპორტი, რაც ჯამში 189,6 მილიონი დოლარის ღირებულების იყო.

 

trend.az-ის ინფორმაციით, ქვეყანაში მანქანების მიწოდების შემცირება აზერბაიჯანის ეკოლოგიურ სტანდარტ ევრო 4-ზე გადასვლამ გამოიწვია. ევრო 4-ის შემოღება მნიშვნელოვნად ზღუდავს ქვეყანაში მეორადი ავტომობილების შეყვანას. საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტირებული მანქანების უმრავლესობა კი სწორედ ასეთია.

 

წლის პირველ ნახევარში საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტირებული საქონლის საერთო ღირებულებამ 290,2 მილიონი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი ექსპორტის 20,4 პროცენტია. შედარებისთვის, გასული წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტირებული საქონელი 332,8 მილიონი დოლარის ღირებულების იყო – წერს trend.az-ი.

 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   

მასალების გადაბეჭდვის წესი