ახალი ამბები

აქცია ჰესების წინააღმდეგ [ფოტო/ვიდეო]

7 თებერვალი, 2019 • 1710
აქცია ჰესების წინააღმდეგ [ფოტო/ვიდეო]

დღეს, 7 თებერვალს ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ აქცია-მსვლელობა გაიმართა. თავდაპირველად, აქციის მონაწილეები ტაბიძის ქუჩაზე, “იოტა” სასტუმროსთან შეიკრიბნენ, სადაც EBRD-ის სამომავლო პოლიტიკის განხილვა მიმდინარეობდა, შემდეგ კი მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს.

“დღეს აქ შევიკრიბეთ, რათა, ერთი მხრივ, ბანკისგან მოვითხოვოთ, ნუ გახდება იძულებითი ჰესების მშენებლობის თანამონაწილე. ეს ყველაფერი არ ჩაივლის უმტკივნეულოდ და მათ არ გაუვათ ძალადობა საკუთარ მოსახლეობაზე, რომელიც ჩვენი ვიხილეთ პანკისში, სვანეთში და საქართველოს სხვა კუთხეებში. ჩვენი მოთხოვნა არის მიმართული როგორც ხელისუფლებისადმი, ისე ევროპული ბანკის მიმართ”, – განმარტავს ლაშა ჩხარტიშვილი.

აქციაზე გარემოსდამცველებთან ერთად იმყოფებოდა ნაირა ჯაჭვლიანი, რომელიც სვანეთიდან ჩამოვიდა. ის ამბობს, რომ ჰესების მშენებლობის მატებასთან ერთად სვანეთის მოსახლეობა იკლებს, ვინაიდან ჰესები, ერთი მხრივ, ანადგურებენ ეკოლოგიურ გარემოს, მეორე მხრივ, კი გამოსცემენ ხმას, რომლის ახლოს ცხოვრებაც შეუძლებელია.

 

ნახეთ ვიდეო

რაც შეეხება მიზეზს, თუ რატომ გაიმართა პროტესტი თავიდან EBRD-ის შეხვედრის მახლობლად, “მწვანე ალტერნატივის” წევრი დავით ჭიპაშვილი განმარტავს, რომ საქართველოში, ფაქტობირვად, არ არსებობს ჰესი, რომელსაც ბანკი ან არ აფინანსებს ან მის დაფინანსებას არ განიხილავს.

“ასეთია ნესკრა, ნამახვანი, ონი, ხელედულა, მაჭახელა.. პრაქტიკულად, გამოდის, რომ ყველა პროექტის დაფინანსებას განიხილავს ბანკი, შესაბამისად, ბანკსაც ანალოგიურად აქვს ის პასუხისმგებლობა, რასაც ჩვენ  საქართველოს ხელისუფლებას ვაკისრებთ, როდესაც ყოველგვარი სტრატეგიისა და დაგეგმარების გარეშე ვახორიცელებთ და გვინდა ისეთი პროექტების განხორციელება, რომელსაც სკამაოდ სერიოზული უარყოფითი ზემოქმედება ექნება ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე. ამის ნათელი მაგალითია ნებისმიერი ეს პროექტი”, – ამბობს დავით ჭიპაშვილი ნეტგაზეთთან.

აქციის ორგანიზატორების თქმით, დღევანდელი დემონსტრაცია გამაფრთხილებელი ხასიათის იყო. აქციის წევრები იმასაც ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო მათ მოთხოვნებს არ გაითვალიწინებს, პროტესტი განახლდება. მათ შორის, იმ ტერიტორიებზე, სადაც ამჟამად ჰესების მშენებლობა მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი