ახალი ამბებირეკლამა

ვითიბი ბანკისა და პორშეს ერთობლივი შეთავაზება

7 თებერვალი, 2019 • 1052
ვითიბი ბანკისა და პორშეს ერთობლივი შეთავაზება

ვითიბი ბანკი, პორშეს  მარკის ნებისმიერი მოდელის, ავტო სესხით შეძენის მსურველებს სთავაზობს სპეციალურ  ფასს და საჩუქრად გადასცემს საგზურს სტამბოლში პორშეს დაუვიწყარ ავტო-შოუზე – Porsche on Track.

საგზური მოიცავს:

[checklist]

  • ორმხრივ ავიაბილეთს – თბილისი – სტამბოლი – თბილისი
  • განთავსებას 2 ღამით 5 * სასტუმროში – Radisson Blu Tuzla
  • საუზმესა და ვახშამს
  • პორშეს შოუზე დასასწრებ ბილეთს
  • ტრანსფერს აეროპორტიდან (ჩამოსვლისას და გამგზავრებისას)

[/checklist]

აქციის პირობების თანახმად, ავტომობილის შესაძენად საჭიროა თანამონაწილეობა 20%-ის ოდენობით, სესხის მაქსიმალირი ვადაა 60 თვე.

ვითიბი ბანკისა და პორშეს ერთობლივი შეთავაზება მოქმედებს თებერვლის ბოლომდე. 

ვითიბი ბანკი,  ვითიბის საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის წევრია. დღეს ვითიბი ჯგუფის ბანკები 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ვითიბი ჯგუფის უნივერსალური მოდელი მოიცავს: კორპორატიულ, საცალო და საინვესტიციო ბიზნესს. საქართველოს მასშტაბით ბანკს 37 ფილიალი აქვს, სადაც კლიენტებს მარტივ, სწრაფ, ინოვაციურ პროდუქტებს და მაღალი  ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ. ყოველწლიურად, ვითიბი ბანკის 1 000–ზე მეტი თანამშრომელი 300,000-მდე კლიენტს ემსახურება.

მასალების გადაბეჭდვის წესი