ახალი ამბები

ბაჩანა შენგელია პარლამენტში განათლების მინისტრთან შეხვედრას დაესწრება

6 თებერვალი, 2019 • 898
ბაჩანა შენგელია პარლამენტში განათლების მინისტრთან შეხვედრას დაესწრება

გარდაცვლილი ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია პარლამენტში განათლების მინისტრთან შეხვედრას დაესწრება. მინისტრი დეპუტატების წინაშე პლენარულ სხდომაზე ხვალ, 7 თებერვალს წარდგება.

როგორც შენგელია ამბობს, ის საკომიტეტო მოსმენასაც დაესწრება, სადაც მინისტრს დაუსვამს კითხვებს ია კერზაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მისთვის საეჭვო გარემოებების შესახებ :

“ხვალ, 7 თებერვალს, 12:00 საათზე იას საქმესთან დაკავშირებით პარალამენტის პლენარულ სხდომაზე გამოცხადდება განათლების მინისტრი მიხეილ (ლავრენტი) ბატიაშვილი. მოგვიანებით გაიმართება საკომიტეტო მოსმენა, სადაც მხოლოდ იას საკითხის განხილვა იქნება, მეც დავესწრები ამ სხდომას და დეპუტატებთან ერთად დავუსვამ მას კითხვებს საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებებზე”, – ამბობს შენგელია.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ:

სამინისტრო: 4 წუთში განცხადების მიღება, ხელმოწერა და რეაგირების დაწყება შესაძლებელია

მასალების გადაბეჭდვის წესი