ახალი ამბები

სტამბოლში 8-სართულიანი კორპუსი ჩამოინგრა – მაშველები ხალხს ნანგრევებში ეძებენ

6 თებერვალი, 2019 • 1295
სტამბოლში 8-სართულიანი კორპუსი ჩამოინგრა – მაშველები ხალხს ნანგრევებში ეძებენ

სტამობლში 8-სართულიანი კორპუსი ჩამოინგრა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, დასტურდება ერთი ადამიანის სიკვდილი, რამდენიმეს კი ნანგრევებში ამ დრომდე ეძებენ.

როგორც “ჰურიეტი” წერს, ამ დროისთვის დადგენილი არ არის, რამ გამოიწვია შენობის ნგრევა, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას წინ აფეთქება უძღოდა.

როგორც გამოცემა წერს, შენობაში, რომელიც 1992 წელს აშენდა, 14 საცხოვრებეილ ბინა იყო განთავსებული და მასში 43 ადამიანი ცხოვრობდა.

“ჰურიეტის” ინფორმაციით, შენობის ნანგრევებში სულ მცირე 4 ადამიანს ეძებენ. შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი