ახალი ამბები

“ევროპული საქართველო” მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს

6 თებერვალი, 2019 • 837
“ევროპული საქართველო” მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს

“ევროპული საქართველო” თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს. ამის შესახებ პარტიის წევრი – სერგი კაპანაძე წერს.

“დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილმა მოგვწერა წერილი პარლამენტის წევრებს, მხარს ვუჭერთ თუ არა საგამოძიებო კომისიის შექმნას მისი შვილის მკვლელობის საქმეზე.

დღესვე მივწერე საჯარო პასუხი, რომ ევროპული საქართველოს ყველა დეპუტატი მხარს ვუჭერთ საგამოძიებო კომისიის შექმნას”, – წერს სერგი კაპანაძე ფეისბუკზე.

პანკისში სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტში დეპუტატების სახელზე წერილები დღეს, 6 თებერვალს შეიტანა.

განცხადებაში, რომელიც მალხაზ მაჩალიკაშვილმა საკანონდებლო უწყებაში 150 დეპუტატის სახელზე შეიტანა, კანონმდებლებს პოზიციის დაფიქსირებას სთხოვს, ემხრობიან თუ არა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას.

მაჩალიკაშვილი დეპუტატებს პოზიციის წერილობით დაფიქსირებას სთხოვს:

” გამეცით პასუხი, მძინარე მოკალით თუ ეღვიძა, პასუხს არ მცემენ. დღემდე ცდილობენ, ერთი ადამიანი მაინც იპოვონ, რომ თქვან თემირლანზე უარყოფითი, დღესაც გრძელდება გამოძიება. მძინარე ბავშვი მოკლეს, შემდგომ გამოიძება დაიწყეს და ტერორისტად გამოაცხადეს. ტერორიზმი ისეთ ისიტყვაა, რომელიც მე მზარავს” ,- თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტში.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი