ახალი ამბები

მერია მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციას გეგმავს – კალაძე

6 თებერვალი, 2019 • 780
მერია მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციას გეგმავს – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, იგეგმება თბილისში მდებარე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია. ამის შესახებ კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე უნიკალური შენობაა, რომელიც 200 წელს ითვლის და რომელმაც ბევრ ქარტეხილს გაუძლო. კალაძის თქმით, ამჟამად შენობა მძიმე მდგომარეობაშია და მოწესრიგებას საჭიროებს.

მერის განცხადებით, კონკურსი საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე უკვე გამოცხადებულია. მერია შენობის რეაბილიტაციაში ნახევარი მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. კალაძის თქმით, იგეგმება ფასადის აღდგენაც და შენობის შიგნით რეაბილიტაციაც ისე, რომ მისი ამჟამინდელი ფუნქცია არ შეიცვლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი