ახალი ამბები

ჰავაიში სიგარეტი შესაძლოა 100 წლის ასაკამდე პირებს არ მიჰყიდონ

6 თებერვალი, 2019 • 1017
ჰავაიში სიგარეტი შესაძლოა 100 წლის ასაკამდე პირებს არ მიჰყიდონ

კანონპროექტის მიხედვით, ჰავაიში შესაძლოა 100 წლამდე პირებისთვის სიგარეტის მიყიდვა აიკრძალოს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC  ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, შეზღუდვა არ შეეხება ელექტროსიგარეტსა და დასაღეჭ თამბაქოს. სიგარეტის შემთხვევაში კი, კანონპროექტის მიხედვით, ასაკობრივი ლიმიტის ზრდა ეტაპობრივად მოხდება.

კერძოდ, მიღების შემთხვევაში, 2020 წლისთვის ჰავაიში სიგარეტის მიყიდვა 30 წლამდე პირებისთვის აიკრძალება. ზღვარი 40 წალმდე გაიზრდება 2021-ში, 2022 წლისთვის 50 წელი იქნება, 2023-ში- 60,  2024 წლიდან კი სიგარეტის შეძენას მხოლოდ 100 წელს მიღწეული ადამიანები შეძლებენ.

როგორც BBC წერს, 2017 წელს ჰავაი აშშ-ის პირველი შტატი გახდა, რომელმაც თამბაქოს გაყიდვის ასაკობრივი ლიმიტი 18-დან 21 წლამდე გაზარდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი