ახალი ამბები

თუ მოსამართლეობის იმავე კანდიდატებს წარადგენენ, მათ მხარს არ დავუჭერ – დანელია

6 თებერვალი, 2019 • 1048
თუ მოსამართლეობის იმავე კანდიდატებს წარადგენენ, მათ მხარს არ დავუჭერ – დანელია

უმრავლესობის წევრის, ოთარ დანელიას თქმით, თუ უზენაეს სასამართლოში გასანწესებელ მოსამართლეთა სიაში იმავე კანდიდატებს იხილავს, რომელთაც მანამდეც წარადგენდნენ, მათ მხარს არ დაუჭერს.

„მე პირადად მხარს არ დავუჭერ ამ კონკრეტულ პიროვნებებს, რომლებიც ჩემთვის მიუღებელნი არიან მორალური თვალსაზრისით, რომელთა შესახებაც ძალიან ბევრი ბუნდოვანი ან ნეგატიური, ადამიანის უფლებათა შემლახველი საქმეებია. მათ მხარს ვერ დავუჭერ.

ჩვენ შევთანხმდით, რომ იქნება ინდივიდუალური კენჭისყრა და ყველა მივიღებთ გადაწყვეტილებას. ეს არ იქნება თანხვედრაში 100 პროცენტით. ყველა დეპუტატი ერთ პოზიციაზე ვერ იქნება. ჩემთვის ვინც მიუღებელია, ცალსახად, მათ მხარს ვერ დავუჭერ,” – განაცხადა ოთარ დანელიამ ქართული ოცნ3ბის მთავარ ოფისში უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე.


იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 24 დეკემბერს გამართულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი დაასახელა. კანდიდატების სია პარლამენტს დასამატკიცებლად გაეგზავნა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები არიან:

  • მიხეილ ჩინჩალაძე;
  • გიორგი მიქაუტაძე;
  • მარიამ ცისკაძე;
  • ნინო ქადაგიძე;
  • პაატა სილაგაძე;
  • დიმიტრი გვრიტიშვილი;
  • მერაბ გაბინაშვილი;
  • ნინო სანდოძე;
  • თამარ ალანია;
  • გიორგი ტყავაძე.

21 იანვარს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა განცხადება გაავრცელეს და პარლამენტს სთხოვეს, მათი კანდიდატურების განხილვას შემდგომი მსვლელობა არ მიეცეს.

ამ მოვლენებს წინ უძღოდა არასამთავრობო ორგანიზაციების, მმართველი პარტიის დეპუტატებისა და საზოგადოების ნაწილის კრიტიკა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების მიმართ.

მასალების გადაბეჭდვის წესი