მეუფე პეტრე

ვისურვებდი ღირსეული სასულიერო პირების რიგს მატროსოვთან – მეუფე პეტრე მამალაძის ზიარებაზე

“მე ვისურვებდი, რომ ღირსეული სასულიერო პირების რიგი დადგეს მატროსოვის ციხესთან. დღემდე არათუ ზიარება სასულიერო პირებს არ უშვებდნენ მასთან”, – ეს განცხადება ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ გააკეთა საპატრიარქოს დღევანდელი გადაწყვეტილების კომენტირებისას, რომლის მიხედვითაც მღვდელმსახურებს დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარების უფლება მიეცათ, ოღონდ, საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებში.

როგორც მიტროპოლიტმა პეტრემ ტვ პირველის ეთერში ჩართვისას განაცხადა, მისი ეპარქიის მღვდელმსახურებს ჰქონდათ დეკანოზის მონახულების სურვილი, თუმცა საპატრიარქოსგან ციხეში შესვლის საკითხში დახმარება ვერ მიიღეს.

მიტროპოლიტი პეტრე ამბობს, რომ თუ მისი ეპარქიის მღვდელმსახურები კვლავაც მოინდომებენ დეკანოზთან შეხვედრას და ზიარებას, ის ამას არავის დაუშლის.

 

“მოძღვარი თვითონ გადაწყვეტს აღსარებიდან გამომდინარე ზიარების საკითხს”, – განაცხადა მიტროპოლიტმა პეტრემ.

ილია მეორის გადაწყვეტილება დეკანოზ მამალაძის ზიარებაზე

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com