ახალი ამბები

არ ვიზიარებ, რომ ყველა, ვინც სასამართლოს აკრიტიკებს, მართულია – ჩუგოშვილი

5 თებერვალი, 2019 • 1155
არ ვიზიარებ, რომ ყველა, ვინც სასამართლოს აკრიტიკებს, მართულია – ჩუგოშვილი

მმართველი პარტიის დეპუტატი, თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” მიერ გავრცელებული განცხადების იმ ნაწილს არ ეთანხმება, სადაც ნათქვამია, რომ ის ადამიანები, რომლებიც სასამართლო სისტემას აკრიტიკებენ, კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიერ არიან მართულნი.

დეპუტატი ამბობს, რომ პროცესების სამუშაო რეჟიმში დაბრუნებას ემხრობა და იმედი აქვს, შემუშავდება ისეთი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც უზენაესი სასამართლოს საუკეთესო მოსამართლეებით დაკომპლექტების შესაძლებლობას შექმნის:

“ის გადაწყეტილება, რაც საქართველოს პრლამენტმა მიიღო, როდესაც არ დაამტკიცა, თან ნაჩქარევად სია, რომელიც სრულიად უპასუხისმგებლოდ იყო შემოთავაზებული საქართველოს პარლამენტისთვის, იყო სწორი გადაწყვეტილება, მე ამ აზრზე ვრჩები. ჩვენ გვაქვს ურთულესი პროცესი გასავლელი წინ და გვაქვს შესაქმნელი კანონი, რომელიც შექმნის სამართლიან და გამჭვირვალე გარემოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დასანიშნად.

ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები მე ამას და, იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ, სამუშაო რეჟიმს დავუბრუნდეთ და დავიწყოთ კანონპროექტზე მუშაობა და მივიღოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც მოგვცემს შანსს, უზენესი სასამართლო საუკეთესო მოსამართლეებით დავაკომპლექტოთ. მე არ ვიზიარებ იმ შეფასებას, რომ ყველა, ვინც კრიტიკულად არის განწყობილი ამ პროცესების მიმართ, არის მართული ერთი პროლიტიკური ძალის მიერ. ვიზიარებ, რომ სამუშაო რეჟიმში უნდა დაბრუნდეს ეს პროცესები”, – ამბობს დეპუტატი.

ოცნება: არ დავუშვებთ სასამართლოს უსამართლო და უკანონო დისკრედიტაციას

მასალების გადაბეჭდვის წესი