აფხაზურმა მხარემ ენგურის გამშვები პუნქტი 5 დღით გახსნა

აფხაზურმა მხარემ ენგურის გამშვებ პუნქტზე გადაადგილებასთან დაკავშირებით 2019 წლის 10 იანვარს დაწესებული შეზღუდვა მოხსნა.

გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსის, თემურ ნადარაიას ინფორმაციით, გამშვები პუნქტი ჯერ 5 დღით გაიხსნება, რათა აფხაზური მხარე დარწმუნდეს, რომ H1N1 ვირუსის გავრცელების მეორე ტალღის საფრთხე არ არსებობს.


გარდა ამისა, ნადარაიას ინფორმაციით, გამშვებ პუნქტზე ექიმები განთავსდებიან, რომლებიც თითოეულ მოქალაქეს, რომელიც გამშვებ პუნქტს გადაკვეთს, გრიპის ვირუსზე შეამოწმებენ.

ენგურის გამშვებ პუნქტზე გადაადგილების შეზღუდვაზე და გალის მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობაზე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ომბუდსმენმაც ისაუბრა.  როგორც ასიდა შაკრილმა განაცხადა  კარანტინის შემოღების პარალელურად, მოსახლეობისთვის ნეგატიური გავლენის შესამცირებლად საჭირო იყო გააზრებული ზომების მიღება, მეტი დასაბუთება და ანალიზი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი