ახალი ამბები

14 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს

5 თებერვალი, 2019 • 1846
14 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტში დაკავებულია 1980 წელს დაბადებული ო.მ.

დანაშაული 10-დან 13-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წელს საკუთარ საცხოვრებელ სახლში ბრალდებულმა 14 წლის შვილის მიმართ სხვადასხვა დროს სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება განახორციელა, რომელსაც დაკავებული ო.მ-ც აღიარებს“.

შსს განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება დაკავებულის მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენა.

ამ დროისთვის,  სოციალური სააგენტოს თანამშრომლებს არასრულწლოვანი გოგონა სოციალური მომსახურების სააგენტოს საოჯახო ტიპის სახლში ჰყავთ გადაყვანილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი