ახალი ამბები

სააკაშვილი: როდესაც ჩამოსვლას გადავწყვეტ, ვერანაირი რუსი ოლიგარქი ვერ შემაჩერებს

28 ივლისი, 2014 • • 1102
სააკაშვილი: როდესაც ჩამოსვლას გადავწყვეტ, ვერანაირი რუსი ოლიგარქი ვერ შემაჩერებს

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის საქართველოს პრემიერ–მინისტრის და მინისტრთა კაბინეტის სამიზნეა, ხოლო მისი დაკითხვაზე დაბარება უკრაინის დასახმარებლად მის აქტიურობას უკავშირდება:

 

“მათ, ისედაც არასრულყოფილი სამართლებრივი სისტემა, მთლიანად პოლიტიკური დევნის იარაღად აქციეს. მათი ერთადერთი მიზანი ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და პირადად ჩემი რეფორმისტული მემკვიდრეობის განადგურებაა. პრემიერ-მინისტრმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ შემდეგი სამიზნე მე ვარ, რაც ცხადია დაძაბავს ურთიერთობას ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან. თუმცა, ეს ოდნავადაც კი არ აწუხებთ მათ, ვინც საჯაროდ დაადასტურა, რომ თავისუფლებისმოყვარე უკრაინელ ხალხთან მეგობრობას, ცალსახად რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება ურჩევნიათ. შესაბამისად, სრულიად არაა შემთხვევითი, რომ ბრალის წაყენება ხდება სწორედ იმ დღეებში, როდესაც ჩვენი უკრაინელი ძმები და დები, როგორც არასდროს ისე ახლოს არიან პუტინის დამარცხებასთან, რასაც საქართველოს ბედისთვისაც გადამწყევტი მნიშვნელობა აქვს”, – ნათქვამია ყოფილი პრეზიდენტის განცხადებაში.

 

სააკაშვილი აცხადებს, რომ არ უნდა საქართველოსა და მის დემოკრატიულ მოკავშირეებს შორის დაძაბულობის მიზეზი გახდეს:

 

“ამ ეტაპზე შურისძიების წყურვილი შეუჩერებელია, მე კი ნამდვილად არ ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ამ ფარსში და საქართველოსა და მის ბუნებრივ, დეკომკრატიულ მოკავშირეებს შორის ურთიერთობის დაძაგვის მიზეზი გავხდე. მით უფრო მაშინ, როდესაც ეს გამოძახება არის რუსული გაზპრომის ყველაზე მსხვილი კერძო აქციონერის ივანიშვილის პირდაპირი პასუხი ჩემს აქტიურობაზე უკრაინის დასახმარებლად. როდესაც მე საქართველოში ჩამოსვლას გადავწყვეტ, ვერანაირი რუსი ოლიგარქი ვერ შემაჩერებს, მაგრამ სამართლებრივი დევნის დაწყებით, ის ასიამოვნებს მხოლოდ ერთადერთ სუბიექტს – რუსეთს და პრობლემას აჩენს ჩვენს ყველა ტრადიციულ მოკავშირესთან და ეს არ შეიძლება არ მაწუხებდეს”, – ნათქვამია განცხადებაში. 

 

მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი