ახალი ამბები

როიტერი: ჰააგის სასამართლომ რუსეთს იუკოსის მეწილეებისთვის 50 მილიარდის გადახდა დააკისრა

28 ივლისი, 2014 • • 1065
როიტერი: ჰააგის სასამართლომ რუსეთს იუკოსის მეწილეებისთვის 50 მილიარდის გადახდა დააკისრა

როგორც როიტერი თავის წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლომ რუსეთს იუკოსის მეწილეების სასარგებლოდ 50 მილიარდი აშშ დოლარის გადახდა დააკისრა.

 

როიტერის ცნობით, სასამართლო ამ გადაწყვეტილებას მოგვაინებით გამოაცხადებს. საარბიტრაჟო სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქმე გიბრალტარში ბაზირებული კომპანია “მენატეპის” შვილობილმა ფირმამ შეიტანა. ეს არის კომპანია, რომლის მეშვეობითაც მიხეილ ხოდორკოვსკი, ერთ დროს რუსეთის უმდიდრესი ადამიანი იუკოსს აკონტროლებდა. “მენატეპი” დღეს ჰოლდინგური კომპანია GML-ის სახით არსებობს. ხოდორკოვსკის, არც ამ ჰოლდინგში და არც იუკოსში წილი აღარ აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი