ახალი ამბები

ელექტროსისტემაში მომხდარი ავარიის გამო კალაძე მოსახლეობას ბოდიშს უხდის

28 ივლისი, 2014 • • 978
ელექტროსისტემაში მომხდარი ავარიის გამო კალაძე მოსახლეობას ბოდიშს უხდის

კახა კალაძე
კახა კალაძე


“გუშინ ღამით ელექტროსისტემაში შეგვექმნა ფორსმაჟორული სიტუაცია: თითქმის მთელი საქართველო დარჩა ელექტროენერგიის გარეშე. ასეთი მასშტაბური ავარია ბოლოს ჩვენ 2010 წელს გვქონდა, ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში. ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა ჩვენ რამდენიმე საათში მოვახდინეთ. ამ ეტაპზე მოსახლეობას და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებს დენი შეუფერხებლად მიწოდება.

 

რაც შეეხება მიზეზებს, თუ რამ გამოიწვია ასეთი მასშტაბური ავარია. მარტვილის რაიონის სოფელ დიდ ჭყონში  დაზიანებულია 500-კილოვოლტიან ხაზი (იმერეთი), მის 106-ე ანძასთან გაწყვეტილია ხაზები. ასევე დაზიანებული იყო 220 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზი კოლხიდა და პალიასტომი. კოლხიდას აღდგენა წუხელვე მოხდა, პალიასტომზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და იმერეთის მაღალგადამცემ ხაზზეც მიმდინარეობს სამუშაოები და დღის განმავლობაში დასრულებული იქნება.

 

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა და სამუშაოებს აგრძელებს და ასევე მსურს ბოდიში მოვუხადო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ამ ავარიის გამო. ეს ავარია მოხდა დაახლოებით ღამის 10:30 საათზე და ქვეყნის მოსახლეობა 2 საათის განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი”, – განაცხადა კალაძემ და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორი სულხან ზუმბურიძეს მოუწოდა, რომ თუ არსებობს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო დივერსია, საქმეში გამოძიებაც ჩართონ.

 

ზუმბურიძის თქმით, ავარიის გამომწვევის მიზეზების დადგენის პროცესში სამართალდამცველები უკვე მონაწილოებენ, თუმცა პირველადი მონაცემებით, საქმე მხოლოდ ტექნიკურ დაზაიანებასთან გვაქვს. მისივე განცხადებით, დაზიანების წყარო უკვე ნაპოვნია და იმერეთის გადამცემი ხაზიც მალე აღდგება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი