ახალი ამბები

ენერგეტიკის სამინისტრო: მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაცია

28 ივლისი, 2014 • 1029
ენერგეტიკის სამინისტრო: მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაცია

 

“დღეს 22.33.საათზე ავარიულად გაითიშა მაღალი ძაბვის 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი“ და 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზი კოლხიდა-2. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზი „პალიასტომი-1“.

 

ადილზე გასულია „საქრუსენერგოს“ და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ბრიგადები. პირველადი ინფორმაციით ხაზი „იმერეთი“ არის გაწყვეტილი, მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაცია და დაზიანების მიზეზის დადგენა, რის შესახებაც საზოგადებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია. ვწუხვართ, რომ ამ დაზიანებების გამო დედაქალაქს და ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილს გარკვეული დროის მანძილზე ელექტოენერგია ვერ მიეწოდებოდა.

 

ამ ეტაპზე თბილისს და მთლიანად საქართველოს ელექტროენერგია სრულად მიეწოდება -ქვეყნის ენერგოსისტემა სრული დატვირთვით მუშაობს” – აღნიშნულია განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი