ახალი ამბები

ინდოეთის აეროპორტში მგზავრს ჩემოდანში ლეოპარდის ბოკვერი უპოვეს

4 თებერვალი, 2019 • 1017
ინდოეთის აეროპორტში მგზავრს ჩემოდანში ლეოპარდის ბოკვერი უპოვეს

ინდოეთის აეროპორტში მგზავრს ჩემოდანში ლეოპარტის ბოკვერი უპოვეს. ინფორმციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალება წერს, მგზავრი, რომლის ბარგში ერთი თვის ბოკვერი აღმოაჩინეს, ინდოეთში ტაილანდიდან ბრუნდებოდა.

აეროპორტის პერსონალის ყურადღება ჩანთიდან მომავალმა უცნაურმა ხმამ მიიქცია. ბარგის გახსნის შემდეგ კი ჩემოდანში ლეოპარდის ბოკვერი იპოვეს, რომელიც ერთ კილოს იწონიდა.

როგორც BBC წერს, ცხოველი შოკურ მდგომარეობაში და დასუსტებული იყო. ნაპოვნი ბოკვერი ზოოპარკში გადაიყვანეს.

საგამოძიებო უწყებები ახლა სწავლობენ, აქვს თუ არა 45 წლის კაცის კავშირი კონტრაბანდისტებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი