თურქეთის დედაქალაქ ანკარის წმ. ტერეზას სახელობის ტაძარში ქართული წირვა-ლოცვა პირველად შესრულდა.
რელიგიური რიტუალი ტაძარში კვირას, 3 თებერვალს ჩატარდა.
“წირვის დასრულების შემდეგ, თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ მრევლს სიტყვით მიმართა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საელჩოსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის კომუნიკაციის მნიშვნელობას”, – ვკითხულობთ პრესრელიზში, რომელსაც თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.