ახალი ამბები

ღარიბაშვილი სააკაშვილის დაბარებაზე: კანონის წინაშე ჩვენ ყველანი ვართ თანასწორნი

27 ივლისი, 2014 • • 1117
ღარიბაშვილი სააკაშვილის დაბარებაზე: კანონის წინაშე ჩვენ ყველანი ვართ თანასწორნი

“მე ვიტოდი იგივეს, რაც არერთხელ მითქვამს, კანონის წინაშე ჩვენ ყველანი ვართ თანასწორნი. ჩვენ ვაშენებთ სამართლიან სახელმწიფოს, სადაც კანონის უზენაესობა უნდა იყოს  ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი”, –განაცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

 

შეგახსენებთ, რომ  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 28 ივლისს 11:00 საათზე საქართველოს პროკურატუაშია დაბარებული, მანამდე კი 22 მარტს იგი  ცხრა სისიხლის სამართლის საქმეზე დაიბარა მოწმის სახით საკითხვაზე მთავარმა პროკურატურამ. ჩამოთვლილ საქმეებს შორისაა, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრა და დარბევა, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმე, 2004 წლის ივნისში, ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ისა და ტელეკომპანია “მზე“-ს კანონიერი მესაკუთრეებისათვის წილების იძულებით დათმობის საქმე და სხვა. ჯერ–ჯერობით უცნობია რა საქმეზე იბარებენ ამჯერად მიხეილ სააკაშვილს საგამოძიებო უწყებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი