ახალი ამბები

ნარმანიას განცხადებით, სააკაშვილი ვალდებულია გამოძიების კითხვებს უპასუხოს

27 ივლისი, 2014 • • 894
ნარმანიას განცხადებით, სააკაშვილი ვალდებულია გამოძიების კითხვებს უპასუხოს

“ცალკეულ პროცედურულ საკითხებზ მე არ შემიძლია ზუსტი პასუხი გაგცეთ, თუმცა მე ერთი რამ ვიცი, რომ კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი, როცა საგამოძიებო ორგანოებს გააჩნიათ კითხვები, ვინც არ უნდა იყოს ვალდებულია, რომ ამ კითხვებს პასუხი გასცეს”– განაცხადა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

 

შეგახსენებთ, რომ  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 28 ივლისს 11:00 საათზე საქართველოს პროკურატუაშია დაბარებული, მანამდე კი 22 მარტს იგი  ცხრა სისიხლის სამართლის საქმეზე დაიბარა მოწმის სახით საკითხვაზე მთავარმა პროკურატურამ. ჩამოთვლილ საქმეებს შორისაა, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრა და დარბევა, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმე, 2004 წლის ივნისში, ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ისა და ტელეკომპანია “მზე“-ს კანონიერი მესაკუთრეებისათვის წილების იძულებით დათმობის საქმე და სხვა. ჯერ–ჯერობით უცნობია რა საქმეზე იბარებენ ამჯერად მიხეილ სააკაშვილს საგამოძიებო უწყებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი