ახალი ამბები

პრეზიდენტი: იმედია, სააკაშვილი გააცნობიერებს, რომ ამ ქვეყნის კანონებს უნდა დაემორჩილოს

27 ივლისი, 2014 • • 924
პრეზიდენტი: იმედია, სააკაშვილი გააცნობიერებს, რომ ამ ქვეყნის კანონებს უნდა დაემორჩილოს

“მახსოვს ეს გრძელი ეპოპეა დაბარების, შმედეგ “სკაიპის” და ამ თემის ფართოდ გაშლის. დღესაც ჩვენ ვიცით, რომ ყოფილ პრეზიდენტს მოწმედ იბარებენ, რამდენადაც მე ვარ ინფორმირებული, მე არ მგონია, რომ ეს იმ რიგის საკითხია, რომელზეც ასეთი ვნებათაღელვა ბუნებრივია. პრეზიდენტები ყოველთვის არიან განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ და ნებისმიერი კონტაქტი პრეზიდენტთან პოლიტიკურ ელფერს იძენს, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ერთის მხრივ, ექს–პრეზიდენტი გააცნობიერებს, რომ ის არის საქართველოს მოქალაქე და ამ ქვეყნის კანონებსა და წესებს უნდა დაემორჩილოს, მეორეს მხრივ, სამართალდამცავი ორგანოები იქნებიან უაღრესად ფრთხილნი”, – განაცხადა მარგველაშვილმა. 

 

შეგახსენებთ, რომ  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 28 ივლისს 11:00 საათზე საქართველოს პროკურატუაშია დაბარებული, მანამდე კი 22 მარტს იგი  ცხრა სისიხლის სამართლის საქმეზე დაიბარა მოწმის სახით საკითხვაზე მთავარმა პროკურატურამ. ჩამოთვლილ საქმეებს შორისაა, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრა და დარბევა, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმე, 2004 წლის ივნისში, ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ისა და ტელეკომპანია “მზე“-ს კანონიერი მესაკუთრეებისათვის წილების იძულებით დათმობის საქმე და სხვა. ჯერ–ჯერობით უცნობია რა საქმეზე იბარებენ ამჯერად მიხეილ სააკაშვილს საგამოძიებო უწყებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი