ახალი ამბები

ბოკერია: ერთადერთი საკითხი, სადაც ეს უნიათო მთავრობა მუშაობს სააკაშვილის დევნაა

27 ივლისი, 2014 • • 928
ბოკერია: ერთადერთი საკითხი, სადაც ეს უნიათო მთავრობა მუშაობს სააკაშვილის დევნაა

“ერთადერთი საკითხი რაც აღელვებს და სადაც მუშაობს ივანიშვილის სადაც მუშაობს, ივანიშვილის დავალებით, ეს უნიათო მთავრობა, ეს არის მიხეილ სააკშვილის დევნის ჟინი მისი დაჭერის ჟინი და ოპონენტები დევნა საერთოდ და ნათელია, რომ ეს ნაბიჯიც მხოლოდ ამ ამოცანას ეხმიანება, რა თქმა უნდა ეს ოცნება ემთხვევა ჩვენი ქვეყნის მტრის პუტინის ოცნებას და ძალიან სიმბოლურია, რომ უკრაინის მიმართა აგრესია ასეთ ფაზაშია და მიხეილ სააკაშვილი ამ ფრონტზე აქტიურ როლს თამაშობს საერთაშორისო აზრის მობილიზაციაში”,– განაცხადა ბოკერიამ “რუსთავი 2″–თან საუბრისას. 

 

მისივე თქმით, თუკი სასამართლო პროცესის შემთვევაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მზადაა ჩვენება მისცეს:

 

“ოლიგარქის სხვა ამ ტიპის კაპრიზებზე, რა თქმა უნდა, ის არ მოახდენს რეაგირებას”,– განაცხდა  “ნაციონალური მოძრაობის” საგარეო საქმეთა მდივანმა. 

 

შეგახსენებთ, რომ  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 28 ივლისს 11:00 საათზე საქართველოს პროკურატუაშია დაბარებული, მანამდე კი 22 მარტს იგი  ცხრა სისიხლის სამართლის საქმეზე დაიბარა მოწმის სახით საკითხვაზე მთავარმა პროკურატურამ. ჩამოთვლილ საქმეებს შორისაა, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრა და დარბევა, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმე, 2004 წლის ივნისში, ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ისა და ტელეკომპანია “მზე“-ს კანონიერი მესაკუთრეებისათვის წილების იძულებით დათმობის საქმე და სხვა. ჯერ–ჯერობით უცნობია რა საქმეზე იბარებენ ამჯერად მიხეილ სააკაშვილს საგამოძიებო უწყებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი