ახალი ამბები

“ნაცმოძრაობა” : სააკაშვილი არ აპირებს პუტინისა და ივანიშვილის ერთობლივ თამაშში ჩართვას

27 ივლისი, 2014 • • 1162
“ნაცმოძრაობა” : სააკაშვილი არ აპირებს პუტინისა და ივანიშვილის ერთობლივ თამაშში ჩართვას

ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, საგამოძიებო უწყებაში ყოფილი პრეზიდენტის დაბარება პოლიტიკური დევნაა და მას არაფერი აქვს საერთო სიმართლის დადგენასთან: 

 

“ამ დაბარების შესახებ არაფერი იცოდა საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესცენტრმა 00:00–მდე, რაც გვაფიქრებინებს, რომ უწყება რეალურად გაიგზავნა ივანიშვილის რეზიდენციიდან, ხოლო პროკურატურა შემდეგ ჩააყენეს საქმის კურსში.საქართველოს წინა ხელისუფლებამ ქვეყნის ისტორიისთვის უპრეცენდენტო და საერთაშორის მასშტაბებით სამაგალითო  რეფორმები გაატარა. სამწუხაროდ, ახლანდელი ხელისუფლების მთავარ ამოცანად, სწორედ ამ ძალის და მისი პოლიტიკური ლიდერის განადგურება რჩება. ხელისუფლება, რომელმაც ტოტალურად მოატყუა მოსახლეობა, რომლის ერთპიროვნული ლიდერი გაექცა პასუხისმგებლობას და კანონს მიღმა მდგარი, კულუარებიდან მართავს ქვეყანას, ეს ხელისუფლება ცდილობას ჩამოიშოროს მისი ერთადერთი კონკურენტი. იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო გაერთიანებულია და ებრძვის პუტინის იმპერიას გაზპრომის აქციონერი და საქართელოს რეალური ხელისუფალი, რჩება პუტინის მოკავშორედ და მისი ინტერესების გამტარებლად საქართველოში. უკვე მერამდენედ პუტინისა და ივანიშვილის გზები ემთხვევა ერთმანეთს. ეს ნაბიჯი არის პასუხი სააკაშვილის საერთაშორის აქტიურობაზე, განსაკუთრებით კი მის აქტიურობაზე უკრაინაში, ბუნებრივია, რომ მიხეილ სააკაშვილი არ აპირებს ჩაერთოს პუტინისა და ოლიგარქის ერთობლივ თამაშში და გააგრძელებს საქართველოს თავისუფლებისთის ბრძოლას ბოლომდე”. 

 

შეგახსენებთ, რომ  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 28 ივლისს 11:00 საათზე საქართველოს პროკურატუაშია დაბარებული, მანმდე კი 22 მარტს იგი  ცხრა სისიხლის სამართლის საქმეზე დაიბარა მოწმის სახით საკითხვაზე მთავარმა პროკურატურამ. ჩამოთვლილ საქმეებს შორისაა, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრა და დარბევა, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმე, 2004 წლის ივნისში, ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ისა და ტელეკომპანია “მზე“-ს კანონიერი მესაკუთრეებისათვის წილების იძულებით დათმობის საქმე და სხვა.

 

საგამოძიებო უწყებაში პირველი დაბარებისას,  მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ ჩამოვიდა და იგი არ დაუკითხავთ. მან განაცხადა, რომ  იგი ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ვლდაიმერ პუტინის დავალებით დაიბარა და  დასძინა, რომ ივანიშვილისა და პუტინის თამაშის თამაშს არ აპირებს, შესაბამისად არ გამოცხადდა დაკითხვაზე. სააკაშვილის დაკითხვაზე დაპარებას აშშ–იც გამოეხმაურა, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ აშშ შეშფოთებულია ყოფილი პრეზიდენტის დაბარების გამო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი