ახალი ამბები

“კაზანტიპის” მოწინააღმდეგეების საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიასთან

26 ივლისი, 2014 • • 1494
“კაზანტიპის” მოწინააღმდეგეების საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიასთან

საართველოს პრემიერ–მონისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე მომზადდა სპეციალური პეტიცია, რომელსაც ინიციატორთა ჯგუფი ლევან ვასაძე, იოსებ მანჯავიძე, ზვიად ტომარაძე და “კაზანტიპის” 500–მდე მოწინააღმდეგე აწერს ხელს.

 

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი სახელწოდებით “რეალობის ანტირეალობა”, რომელსაც “კაზანტიპის ფესტივალი ს” სახელით იცნობენ, ანაკლიაში 20-30 აგვისტოს გაიმართება.

 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აცხადებს, რომ საქართველოში კაზანტიპის ფესტივალის ჩატარება საქართველოს მოქაალქეებს ზიანს მოუტანს. 

აქციის მონაწილეები საქართველოს მთვრობისგან “კაზანტიპის” ფესტივალის ჩაშლას ითხოვენ. საინიციატივო ჯგუფის წევრებიდან აქციაზე მხოლოდ ლევან ვასაძე არ მივიდა. აქციის საინიციატივო ჯგუფის წევრის სოსო მანჯავიძის ინფორმაციით, ლევან ვასაძე შემოიფარგლა პეტიციაზე ხელის მოწერით შემოიფარგლა:”ლევან ვასაძე სრულიად დაუსაბუთებლად აგრესიას იწვევს, გარკვეული მიმართულების და იდეოლოგიის ადამინებში. ბატონი ლევანი მოერიდა რომ არ მომხდარიყო დაძაბულობა. პროტესტი უნდა გამოხატო მაგრამ ეს არ  უნდა იწვევდეს ქვეყანაში დესტრუქციას.” 

მიხეილ–გელა სალუაშვილი საპროტესტო აქციაზე
მიხეილ–გელა სალუაშვილი საპროტესტო აქციაზე

“ეს შეკრება არის აქცია, რომელიც იმართება კაზანტიპის ფესტივალის აკრძალვის მოთხოვნით. ჩვენ შევიმუშავეთ პეტიცია, რომელსაც დამსწრე საზოგადოებას გავაცნობთ. შემდეგ ვისაც სურვილი ექნება ხელს მოაწერს და შემდეგ ამ პეტიციას შევიტანთ კანცელარიაში. მიმაჩნია, რომ კაზანტიპის ფესტივალი არის კლასიკური ტიპის ორგია, რომელსაც საფუძველი ეყრება საქართველოში. ვისც აქვს წვდომა ინტერნეტთან, შეუძლია ნახოს რა ხდება ხოლმე ძირითადად. ეს არის ორგიები, უხამსი და ზნედაცემული აგრთობა. არ მიმაჩნია მართებულად ამის საქართველოში გამართვა. ქართველები ვართ ფიცხი ერი, იქ მოხდება სამის გარჩევა. როცა რამოდენიმე 10 000 უკრაინელი გართობის მოყვარული გოგონა ჩამოდის და ვთვათ, ფიცზხ ხასიათს თუ ამას მივუსადაგებთ, იქ მოხდება სერიოზული ექსცესები”– ამბობს აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი ზვიად ტომარაძე. 

კაზანტიპის საპროტესტო აციაზე მივიდა “ერთსულოვნების” ერთ–ერთი ლიდერი მიხეილ–გელა სალუაშვილი:

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ კაზანტიპის ფესტივალს სახელმწიფო კანცელარიასთან
აქციის მონაწილეები აპროტესტებენ კაზანტიპის ფესტივალს სახელმწიფო კანცელარიასთან

“ფესტივალზე ვიცი, რასაც ეძღვნება. ეს არის შეგნება იმისა, რომ ადამიანი უნდა გათავისუფლდეს ყოველგვარი კომპლექსისგან, მორალისგან. ამას ჰქვია ცხოველი, იმიტომ რომ ადამიანს და ცხოველს ერთნაირი თვისებები აქვს და ერთმანეთისგან განვსხვავდებით იმით, რომ მორალური განსხვავებაა. ჩვენ ჩანადენზე ვფირობთ და ვიღაცის წინაშე პასუხისმგებელი ვართ. ის რაც კაზანტიპში დევს, ეს არის შინაგანი და გარეგანი გათავისუფლება, რასაც ადამიანი მიჰყავს ცხოველამდე.”

საპროტესტო აქცია კანცელარიასთან
საპროტესტო აქცია კანცელარიასთან

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი სოსო მანჯავიძე:  

“ჩვენ ვთვლით, რომ კაზანტიპის მსგავსი საეჭვო რეპუტაციის მქონე ფესივალის ჩატარება საქართველოში სადაც არის საფრთხე, რომ ახალი ტიპის ფსიქოტრონიკების გამოყენების პროპაგანდა. ასევე სოციალური ნორმებისაგან თავისუფალი ქცევის პროპაგანდა არ არის სასურველი და სიკეთეს არ მოუტანს საქართვლოს. ამ ჩვენ პოზიციას გამოვხატავთ დემოკრატიული მეთოდებით. ჩვენი მოსაზრებები არის გამოხატული პეტიციაში, რომელსაც ხელს მოაწერენ აქციის მონაწილეები და ეს გადაეცემა საქართველოს მთავრობას. ცხადია, რომ საქართველოს მთავრობა არის არჩეული და მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მაგრამ ამავე დროს ის უნდა ითავლისწინებდეს, მოსალოდნელ პოლიტიკურ შედეგებს, ვგულისხმობ მალე არჩევების პრობლემას ხელისუფლებისთვის. არ შეიძლება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობა და სურვილი არ იყოს გათვალისწინებული საეჭვო მოსაზრებით. ამ ფესტივალისგან მიღებული მოგება აბსოლიტურად შეუთავსებელია იმ საფრთხეებთან რომელსაც ატარებს.”


კაზანტიპის ფესტივალს აპროტესტებდნენ სასულიერო პირებიც, თუმცა მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

 მღვდლები კაზანტიპის საპროტესტო აქციაზე
მღვდლები კაზანტიპის საპროტესტო აქციაზე

 

 

ხელმოწერები პეტიციაზე კაზანტიპის ფესტივალის წინააღმდეგ
ხელმოწერები პეტიციაზე კაზანტიპის ფესტივალის წინააღმდეგ

 

ხელმოწერები კაზანტიპის ფესტივალის საწინააღმდეგო პეტიციაზე
ხელმოწერები კაზანტიპის ფესტივალის საწინააღმდეგო პეტიციაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი