ახალი ამბები

პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა

26 ივლისი, 2014 • • 953
პარლამენტმა მთავრობას  ნდობა გამოუცხადა

“მთავრობამ მიიღო პარლამენტის ნდობა. მე ხელს ვაწერ შესაბამისი დადგენილების პრეოქტს და ვულოცავ პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და მთავრობის წევრებს პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადებას, გისურვებთ წარმატებებს და გვიგულეთ თქვენს გვერდით შრომაში,”– განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მთავრობას ნდობა 89 დეპუტატმა გამოუცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტს მხარი არ დაუჭირა “ნაციონალურმა მოძრაობამ”. 

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია გახდა, სასჯელაღსრულების მინისტრი – გიორგი მღებრიშვილი, კულტურის მინისტრი – მიხეილ გიორგაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრი- დავით შავლიაშვილი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – გელა დუმბაძე , ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, ელგუჯა ხოკრიშვილი კი გარემოს დაცვის მინისტრი გახდა.

მტავრობა
მტავრობა

მასალების გადაბეჭდვის წესი