ახალი ამბები

პირველად ისტორიაში, აშშ-ში სუპერბოულზე კაცი “ჩირლიდერები” გამოჩნდნენ

4 თებერვალი, 2019 • 1249
პირველად ისტორიაში, აშშ-ში სუპერბოულზე კაცი “ჩირლიდერები” გამოჩნდნენ

3 თებერვალს, ამერიკული ფეხბურთის ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL) მთავარ მატჩზე, სუპერ-ბოულზე, თამაშის ისტორიაში პირველად, “ჩირლიდერების” რიგებში კაცებმაც იცეკვეს.

ნაპელეონ ჯინისი და ქუინტონ პერონი პირველები არიან კაცებს შორის, ვინც აშშ-ში ყველაზე ყურებად სატელევიზიო ღონისძიებაზე ამხნევებდნენ გუნდებს. სუპერ-ბოული აშშ-ში თითქმის ეროვნული დღესასწაულია.

სუპერ-ბოულის გადამწყვეტი მატჩი “ლოს-ანჯელეს რემზსა” და “ნიუ ინგლენდ პატრიოტს” შორის ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 3-13.

“მთელი მსოფლიო, განსაკუთრებით გართობის ინდუსტრია … გახსნილია. და თუკი შეგიძლია საქმის გაკეთება, რატომაც არა”? — ასე ციტირებს BBC ნაპელეონ ჯინისს.

“ზღაპარს ჰგავს ეს ყველაფერი”, – თქვა ქუინტონ პერონმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი