ახალი ამბები

საპალამენტო უმცირესობამ სხდომა დატოვა

26 ივლისი, 2014 • • 891
საპალამენტო უმცირესობამ სხდომა დატოვა

“ჩვენ ვართ კრიტიკული, მაგრამ კონსტრუქციული ოპოზიცია. რომელიც იქნება კრიტიკული უმუშევრობაზე, ბიუჯეტზე, იქნება კრიტიკული ხალხის მომავალზე” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.  

 

მან ხელისუფლება რუსეთთან მიმართებაში არჩეული პოზიციის გამო მწვავედ გააკრიტიკა:

 

“რაც შეეხება რუსეთს და უკრაინას, არ ვაპირებდი ამაზე საუბარს, მაგრამ ძალიან მოკლედ ვალდებული ვარ გითხრათ: როდესაც რამდენიმე თვის წინ თქვენ აირჩიეთ რუსეთთან ნორმალიზების გზად კრიტიკისათვის თავის არიდება, სიმრთლე გითხრათ მაშინაც ვფიქრობდი, რომ ეს კარგს არაფერს არ მოიტანდა, მაგრამ საჯაროდ არ გამიკრიტიკებიხართ რადგან ეს იყო ლეგიტიმური უფლება, აგერჩიათ ეს კურსი ან ნებისმიერი სხვა კურსი. მაგრამ დღეს მიმაჩნია, რომ ამ რეალობაში ასეთი დამოკიდებულეაბ რუსეთთან აზიანებს საქართველოს ინტერესს. იმის შემდეგ, რაც რუსეთმა გააკეთა უკრაინაში ბოლო თვეებში, განსაკუთრებით თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, დღეს იქმნება ახალი წყალგამყოფი მსოფლიო პოლიტიკაში, სატდ ისე, როგორც ავღანეთში შესვლა და სამხრეთკორეული ბოინგის ჩამოგდება, იწო წყალგამყოფი, რომელმაც საბჭოთა კავშირი საბოლოოდ დააპირისპირა დემოკრატოულ მსოფლიოსთან. ასეთი წყალგამყოფი იქმნება დღეს რუსეთს და დანარჩენ მსოფლიოს შორის. თუ ამ წყალგამყოფშიო ჩვენ მაკფიოდ არ დავიჭირეთ დანარჩენი მსოფლიოს მხარე,  ეს ტალღა გადაგვითანს რუსეთში ან რუსული სახელმწიფოების კლუბში.”

 

ბაქრაძის განცხადებით, ის არ ითხოვს ვინმეს გინებას და ლანძღვას, მაგრამ “როდესც გამოდის აშშ–ს პრეზოდენტი და ამბობს, რუსეთია პასუხისმგებელი თვითმფრინავის ჩამიგდებაზე. როდესაც ამას იძახის  ევროკავშირი და ჩვენი ყველ ძირითდი მოკავსირე დ ამ დროს საქართველოს პარლამენტის წევრები ამბობენ, არა, ჩვენ ამას არ აგვიმეორებთ, იმიტომ რომ პასუხიცმგებლობა გვაქ, უკაცრავად კოლეგებო, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენი პოლიტიკით, ვშორდებით მთავარ მოკავშირეებს და გადავდივართ წყალგამყოფის მეორე მხარეს, სადაც არის პრორუსული ქვეყნების კლუბი. “

 

“ჩენც, ისევე როგორც უკრაინა, ვართ რუსეთის აგრესიის მსხვერპლი. როცა ამერიკა სუბრობს რუსეთის სანქციებზე ამერიკის გამო, იქ უნდა იყოს საქართველოც. იმიტომ რომ საქართველოც ისეთივე მსხვერპლია, როგორც უკრაინა” –განაცხადა ბარაძემ. 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი