ახალი ამბები

ეპისკოპოსი საბა კიევის მიტროპოლიტ ეპიფანეს აღსაყდრებას ულოცავს

3 თებერვალი, 2019 • 4870
ეპისკოპოსი საბა კიევის მიტროპოლიტ ეპიფანეს აღსაყდრებას ულოცავს

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა მიტროპოლიტ ეპიფანეს აღსაყდრებას ულოცავს. ამის შესახებ ეპისკოპოსი ქადაგებისას საუბრობს.

“დღეს ვერ ავუვლით გვერდს იმ მოვლენას, რაც სამყაროში ხდება, როგორც გითხარით შემთხვევით არაფერი ხდება. ბოლო პერიოდში ამ თემასთან დაკავშირებით მღელვარებაა გამოწვეული, სხვადასხვა აზრი გამოითქმის ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც შეეხება უკრაინის ეკლესიისადმი ტომოსის გადაცემას და დღეს მოხდა ახლადგამორჩეული კიევის მიტროპოლიტის ეპიფანეს აღსაყდრება, რომელსაც მე პირადად ვულოცავ მას და ღმერთმა წმინდად, ეკლესიის ერთობისათვის, აღმშენებლობისათვის ამსახუროს ღვთისა და ერის წინაშე”, – განაცხადა ეპისკოპოსმა საბამ.

მიტროპოლიტი ეპიფანე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის ტახტზე აღსაყდრდა.  ცერემონია კიევის წმინდა სოფიას სახელობის კათედრალში გაიმართა.

საქართველოს ეკლესიას (სინოდს) უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე ჯერჯერობით ოფიციალური პოზიცია არ დაუფიქსირებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი