ახალი ამბებიხელოვნება

ჯერომ სელინჯერის უცნობი ნაშრომები გამოქვეყნდება – მწერლის შვილი

3 თებერვალი, 2019 • 2784
ჯერომ სელინჯერის უცნობი ნაშრომები გამოქვეყნდება – მწერლის შვილი

ჯერომ სელინჯერის შვილი ბრიტანულ “გარდიანთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ მწერილის საკმაოდ ბევრი ნამუშევარი არსებობს, რომელიც საზოგადოებისათვის ცნობილი არ არის.

მწერლის შვილი მეტ სლინჯერი ამბობს, რომ ის და ჯერომ სელინჯერის ქვრივი მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ამ ნამუშევრებს გამოაქვეყნებენ. მისი თქმით, ნაშრომები ჯერ გამოსაქვეყნებლად მზად არ არის.

ჯერომ სლინჯერი ცნობილი ამერიკელი მწერალია, რომელმაც სახელი გაითქვა ნაწარმოებით: თამაში ჭვავის ყანაში. სელინჯერი 2010 წელს გარდაიცვალა. ის დიდი ხნის განმავლობაში მედიასთან არ კონტაქტობდა, თუმცა მწერლის ფანები ფიქრობდნენ, რომ სელინჯერი ამ ხნის განმავლობაში წერას აგრძელებდა.

მისმა შვილმა “გარდიანთან” ინტერვიუში ეს ფაქტი დაადასტურა და თქვა, რომ ეს ნაშრომები გამოქვეყნდება.

სელინჯერმა წიგნი ბოლოჯერ 1963 წელს, ხოლო მოთხრობა 1965 წელს გამოაქვეყნა. 1980 წელს ბოლოჯერ მისცა ინტერვიუ. მისი რადიკალიზმი მკითხველებსა და ლიტერატორებს არასდროს უქრობდა ეჭვს იმის შესახებ, რომ სელინჯერი წერდა და თანაც ბევრს. მოსაზრებებს მითქმა–მოთქმები ამყარებდა: 1999 წელს სელინჯერის ნიუ ჰემფშირელმა მეზობელმა ჯერი ბარტმა განაცხადა, რომ წლების წინ ავტორმა მას 15–მდე გამოუქვეყნებელი წიგნის არსებობის შესახებ ამცნო, რომლებსაც საგულდაგულოდ სახლში ინახავდა. მსგავსი განცხადება სელინჯერის ყოფილმა მეგობარმა ქალმა, ჯოის მეინარდმაც გააკეთა. მეინარდი ამბობდა, რომ მწერალი ყოველდღიურდ წერდა და სულ მცირე ორი რომანი მაინც ექნება შეთხზული.

მასალების გადაბეჭდვის წესი