ახალი ამბები

ერთიანობა – ეპიფანეს გზავნილი ინტრონიზაციის ცერემონიიდან

3 თებერვალი, 2019 • 1399
ერთიანობა – ეპიფანეს გზავნილი ინტრონიზაციის ცერემონიიდან

კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის  წინმაძღოლი ეპიფანე აღსაყდრების შემდეგ მართლმადიდებლებს გაერთიანებისაკენ მოუწოდებს და და იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია მომავალში საპატრიარქოს სტატუსს მიიღებს. ამის შესახებ უკრაინული სააგენტო “უნიანი” იუწყება.

“ჩვენ გვჯერა, რომ ღმერთის წყალობით უკრაინელი მართლმადიდებლების ერთიანობის საკითხი ისეთივე წარმატებით დასრულდება, როგორც ავტოკეფალიისათვის ბრძოლა”, – განაცხადა ეპიფანემ და ერთობის საკითხი ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოყო.

“ადგილობრივი ეკლესიის კარები და ჩვენი გული ღიაა. ის რაც გვყოფდა, წარსულში დავტოვოთ და ერთად ვიმუშაოთ მართლმადიდებლობისა და უკრაინის კეთილდღეობისთვის”, – მიმართ ეპიფანემ ინტრონიზაციის შემდეგ საზოგადოებას.

მისივე თქმით, უკრაინის ეკლესია დიალოგისა და თანამშრომლობისთვის ღიაა როგორც უკრაინაში არსებული სხვა ეკლესიებისა და რელიგიური გაერთიანებებისთვის, ასევე საზღვრებს გარეთაც.

მიტროპოლიტი ეპიფანე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის ტახტზე აღსაყდრდა.  ცერემონია კიევის წმინდა სოფიას სახელობის კათედრალში გაიმართა.

მიტროპოლიტი ეპიფანე უკრაინის ეკლესიის წინამძღოლის ტახტზე აღსაყდრდა

მასალების გადაბეჭდვის წესი