ახალი ამბები

2-3 ძროხაზე გადასახადის დაწესების ამბავი ტყუილია – სურსათის სააგენტო

3 თებერვალი, 2019 • 1762
2-3 ძროხაზე გადასახადის დაწესების ამბავი ტყუილია – სურსათის სააგენტო

“გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2-3 ძროხის ყოლის შემთხვევაში მეპატრონეს საფასურის გადახდა და ფინანსური ვალდებულებები დაეკისრებასინამდვილეს არ შეესაბამება’, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

“2020 წლიდან ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია სავალდებულოა იმ ფიზიკური პირებისთვის, ვინც აწარმოებს და ბაზარზეგანათავსებს სურსათს. ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია უფასოა. აღნიშნული რეგულაცია ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებისფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად განხორციელდება. რეგულაციის მთავარია მიზანია მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვა სამომხმარებლო ბაზრის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფის გზით. აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს სურსათის მიკვლევადობას და სურსათის წარმოებისას თანამედროვე სტანდარტების და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დანერგას და დაცვას. ფერმერებს სურსათის უვნებლობის სპეციალისტები მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას და გაუწევენ რეკომენდაციებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი