ახალი ამბები

გიორგი სიგუა: “კაზანტიპის ფესტივალზე” წესრიგს 1 000 პოლიციელი დაიცავს

26 ივლისი, 2014 • • 1431
გიორგი სიგუა: “კაზანტიპის ფესტივალზე” წესრიგს 1 000 პოლიციელი დაიცავს

ამის შესახებ კომენტარი გიორგი სიგუამ ტელეკომპანია “რუსთავი 2” –ის გადაცემა “ბიზნესკურიერში” გააკეთა:  

 

“სახელმწიფო არ არის კაზანტიპის ორგანიზატორი. სახელმწიფო ამაში არ ხარჯავს ფულს. შეცდომით აანონსებენ, როცა ამბობენ, რომ სახელმწიფო აფინანსებს. სახელმწიფოს მთავარი კონცეფცია იქნება ამ ღონისძიბაში უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რათა იქნას აღკვეთილი ყოველგვარი სამართალდარღვევა.”

 

სიგუა ამბობს, რომ ყურით მოთრეული სისულელეა,  რომ იქ ვიღაცა აპირებს ნარკოტიკების ნების დართვას, რომ ვიღაცა აპირებს იქ ორგიების ხელის შეწყობას:

 

“არც თავადა ღონისძიების ორგანიზატორებს, ეს არ დაუანონსებიათ. ის ადამიაონები ვინც შეშფოთდებიან და შეეშინდებათ, რომ დავიღუპოთ ამის გამო, ჯობია წაიკითხონ პროგრამა და გაეცნონ, იქ რა ღონისძიებები უნდა ჩატარდეს. კარგი იქნება თუ ვიღაცა ჩავა ანაკლიაში და ნახავს, იქ რამხელა ქალაქი შენდება. ეს ღონისძიება არის მოხვედრილი ტოპ ათეულში მსოფლიო ივენთების.  პოლონეთის, ნიუ–იორკის, ხორვატიის ფესტივალების კლადაკვალ მეოთხე ადგილზე არის ანაკლიის ფესტივალი. რომელიც 3 პუნტით უსწრებს ლონდონის ფესტივალს. ასეთი რამ საქართველოს ივენთების ისტორიაში არ ყოფილა. გაეცნონ იმ ჩამომსვლელების ვინაობას, ორმელთა ჩამოსაყვანადაც ორგანიზატორებმა გადაიხადეს 2,5 მლნ დოლარი. გარყვნილებისათვის კი არ ჩამოდის აქ ხალხი და არა იმისთვის, რომ ორგიებში მიიღოს მონაწილეობა, არამედ მუსიკოსების მოსასმენად ჩამოდის.  “

 

სიგუას ინფორმაციით ანაკლიის, განმუხურის, დარჩელის და სხვა მიმდებარე სოფლების ტერიტორიაზე არის აღრიცხული 15 000 დასაძინებელი ადგილი. რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებლები უკვე აქირავებენ საკმაოდ მაღალ ფასად:

 

“კაზანტიპი საქართველოს ცნობადობისთვის და იმიჯისთვის მნიშვნელოვანია. 1000 პოლიციელი იქნება, ამ ტერიტოირიაზე წესრიგის დასაცავად. ჩვენ ვართ შემდგარი სახელმწიფო”.


საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აცხადებს, რომ საქართველოში კაზანტიპის ფესტივალის ჩატარება ქვეყნის მოქალაქეებს ზიანს მოუტანს. 


საპატრიარქოს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფესტივალი “საქართველოში, მაცხოვრის კვართისა და ღვთისმშობლის სამოსლის მცველ ჩვენს კურთხეულ ქვეყანაში და თანაც მარიამობის მარხვაში” არ უნდა ჩატარდეს. 

 

საპატრიარო აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ “კაზანტიპის ფესტივალს” სახელი შეუცვალეს, არსით იგი მაინც უცვლელი დარჩება. 

    

,,კაზანტიპს” სწორედ აღვირახსნილობის გამო სტუმრებს ამდენი  ,,ტურისტი” მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნიდან. მათ სწორედ მასობრივი ორგიები და თავაშვებულობა იზიდავთ და არა მუსიკა ან რაიმე კულტურული ღონისძიება, მითუმეტეს ჩვენი ქვეყნის აღორძინების სურვილი”, წერია განცხადებაში.

 

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი სახელწოდებით “რეალობის ანტირეალობა”, რომელსაც “კაზანტიპის ფესტივალი ს” სახელით იცნობენ, ანაკლიაში 20-30 აგვისტოს გაიმართება. 

 



მასალების გადაბეჭდვის წესი