ახალი ამბები

ატესტატის ასაღებად მოსწავლეს ყველა საგანში დადებითი შეფასება უნდა ჰქონდეს

3 თებერვალი, 2019 • 4546
ატესტატის ასაღებად მოსწავლეს ყველა საგანში დადებითი შეფასება უნდა ჰქონდეს

მე-11 და მე-12 კლასებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შემდეგ განათლების სამინისტრო ატესტატის მიღების პროცედურებს განმარტავს. უწყების განცხადებით, იმისთვის, რომ მოსწავლემ აიღოს ატესტატი, უნდა ჰქონდეს ყველა საგანში დადებითი შეფასება, 5 ან მეტი ქულა.

  • 2018-2019 სასწავლო წლიდან, სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული სკოლის გამოსაშვები (ე. წ. CAT-ის) გამოცდები მე-11 და მე-12 კლასებისთვის მოიხსნა.
  • იმისთვის, რომ მოსწავლემ აიღოს ატესტატი, უნდა ჰქონდეს ყველა საგანში დადებითი შეფასება, 5 ან მეტი ქულა.
  • მოსწავლეები, რომლებიც ე. წ. CAT-ის გამოცდებზე ჩაიჭრნენ ან არ/ვერ გავიდნენ, ატესტატის აღებას შეძლებენ, თუკი ყველა საგანში დადებითი შეფასება, 5 ან მეტი ქულა აქვთ.
  • კლასის დაძლევის ან გაცდენების ექსტერნის გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მოსწავლეები ატესტატის აღებას შეძლებენ, თუკი ყველა საგანში დადებითი შეფასება, 5 ან მეტი ქულა აქვთ.
  • ატესტატს გასცემს სერვისების განვითარების სააგენტო კანონში შესაბამისი ცვლილების ამოქმედების შემდეგ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.
  • სკოლადამთავრებულებს, რომლებიც მოიპოვებენ ატესტატს, უფლება ექნებათ გაიარონ რეგისტრაცია პროფესიული ან უმაღლესი განათლების მიღების მიზნით როგორც 2019 წელს, ასევე შემდგომ წლებშიც. ეროვნულ დონეზე საგამოცდო რეგისტრაციის ვადები გამოცხადდება დადგენილი წესით.

მასალების გადაბეჭდვის წესი