ახალი ამბები

როკ-კონცერტი, ახალი წელი და აღდგომა წყლის ქვეშ [ფოტო]

26 ივლისი, 2014 • • 2435
როკ-კონცერტი, ახალი წელი და აღდგომა წყლის ქვეშ [ფოტო]

12 ივლისს ფლორიდის შტატში ნენსი ბარტამ, ფერნანდო ბარტამ, სამანტა ლენგსლეიდმა წყალქვეშა  იმიტირებული როკ-კონცერტი ჩაატარეს. კონცერტი ფლორიდის წყალქვეშა მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა. ევროპის ფოტო სააგენტო გთავაზობთ როკ-კონცერტის ფოტოებს, რომელსაც ადგილობრივი რადიოსადგური 4 საათის განმავლობაში გადასცემდა წყალქვშა მოწყობილობების საშუალებით. 

©epa, ბობ ქეარი, 12.07.2014
©epa, ბობ ქეარი, 12.07.2014

წყალქვეშა სივრცეს არ იყენებენ მხოლოდ მუსიკალური ფესტივალებისთვის, მაგალითად სინგაპურში, აღდგომის გამო, მოზარდი სააღდგომო კურდღლის  ფორმაში გამოეწყო და ერთ-ერთი სასტუმროს აკვარიუმში ზვიგენებთან ერთად ცურავდა. 2013 წლის 18 აპრილიდან რამდენიმე დღის განმავლობაში იგი დღეში ოთხჯერ გამოდიოდა დამთვალიერებლებისათვის. 



იგივე აკვარიუმი სინგაპურში წინასაახალწლოდაც გამოიყენეს, როდესაც 2013 წლის დეკემბერში აკვარიუმში საახალწლო ნაძვის ხე მოათავსეს, ხოლო სანტაკლაუსს დღეში რამდენჯერმე უხდებოდა ფოტოების გადაღება დამთვალიერებლებთან ერთად. 



მასალების გადაბეჭდვის წესი