ახალი ამბები

ხუან გუაიდოს მხარდამჭერ აქციაზე ვენესუელაში საქართველოს დროშა გამოჩნდა

2 თებერვალი, 2019 • 8628
ხუან გუაიდოს მხარდამჭერ აქციაზე ვენესუელაში საქართველოს დროშა გამოჩნდა
ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარებული ხუან გუაიდოს მხარდასაჭერად კარაკასში მორიგი მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა.აქციის მონაწილეები ნიკოლას მადუროს გადადგომას და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.გუიადოს მხარდამჭერს აქციაზე მადლიერება გამოხატეს იმ სახელმწიფოების მიმართ, რომელთაც ეროვნული ასამბლეის ლიდერი ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს. ამ კონტექსტში გამოჩნდა სცენაზე დამონტაჟებულ მონიტორზე საქართველოს დროშაც.

საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებების მიუხედავად, ნიკოლას მადურო საპრეზიდენტო არჩევნებზე უარს ამბობს და ამის ნაცვლად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. ეროვნული ასამბლეას ამდროისთვის მადუროს ოპოზიცია აკონტროლებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი, ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო ოფიციალურად აღიარა ვენესუელის დროებით პრეზიდენტად. ტრამპის გადაწყვეტილების კვალდაკვალ, გუაიდოს მხარდაჭერა გამოუცხადა მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც. რაც შეეხება რუსეთს, თურქეთსა და ჩინეთს, ისინი ვენესუელის პრეზიდენტად მადუროს უჭერენ მხარს.

2013 წელს გაპრეზიდენტების შემდეგ მადუროს ადანაშაულებენ ადამიანის უფლებების დარღვევაში. ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისშია. ბოლო არჩევნებს, რომლის შედეგადაც მადურო ქვეყნის მმართველად დარჩა, გაყალბებულად მიიჩნევენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი