ახალი ამბები

საპატრიარქო: “კაზანტიპი” “ღვთისმშობლის სამოსელის მცველ ქვეყანაში” არ უნდა ჩატარდეს

25 ივლისი, 2014 • • 1337
საპატრიარქო: “კაზანტიპი” “ღვთისმშობლის სამოსელის მცველ ქვეყანაში” არ უნდა ჩატარდეს

საპატრიარქოს დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფესტივალი “საქართველოში, მაცხოვრის კვართისა და ღვთისმშობლის სამოსლის მცველ ჩვენს კურთხეულ ქვეყანაში და თანაც მარიამობის მარხვაში” არ უნდა ჩატარდეს. 

 

საპატრიარო აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ “კაზანტიპის ფესტივალს” სახელი შეუცვალეს, არსით იგი მაინც უცვლელი დარჩება. 

    

,,კაზანტიპს” სწორედ აღვირახსნილობის გამო სტუმრებს ამდენი  ,,ტურისტი” მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნიდან. მათ სწორედ მასობრივი ორგიები და თავაშვებულობა იზიდავთ და არა მუსიკა ან რაიმე კულტურული ღონისძიება, მითუმეტეს ჩვენი ქვეყნის აღორძინების სურვილი”, წერია განცხადებაში. 

 

საპატრიარქოს აზრით, საქართველოს მოქალაქეებს ხმა არ მიუცია საქართველოს სახელმწიფოს “ამ მიმართულებით” განვითარებისათვის: საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა და იგი არ შეიძლება გახდეს აღვირახსნილობის ხელშემწყობი, აცხადებს საპატრიარქო. 

   

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი სახელწოდებით “რეალობის ანტირეალობა”, რომელსაც “კაზანტიპის ფესტივალი ს” სახელით იცნობენ, ანაკლიაში 20-30 აგვისტოს გაიმართება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი