ახალი ამბები

“სილქნეტი” “ჯეოსელის” შეფერხებით მუშაობის გამო მომხმარებლებს ბოდიშს უხდის

2 თებერვალი, 2019 • 1546
“სილქნეტი” “ჯეოსელის” შეფერხებით მუშაობის გამო მომხმარებლებს ბოდიშს უხდის

“სილქნეტი”, მთელი გუნდის სახელით, “ჯეოსელის” ქსელში შექმნილი შეფერხების გამო თავის მომხმარებელს ბოდიშს უხდის.

კომპანია განცხადებას ავრცელებს, სადაც შეფერხების მიზეზებს განმარტავს.

“როგორც ვაცნობეთ ჩვენს მომხმარებელს, 25 იანვარს “ჯეოსელის” ქსელში განვახორციელეთ სისტემური ცვლილება. ეს იყო ახალ საბილინგო პროგრამაზე გადასვლა. სამუშაოების დაწყებიდანვე ყოველ ღონეს ვხმარობდით, რომ მომხმარებლებს მაქსიმალურად ნაკლები დისკომფორტი შეჰქმნოდათ სერვისით სარგებლობისას. ვინაიდან ეს პროცესი, თავისი კომპლექსურებიდან გამომდინარე, მასშტაბურ სამუშაოებთან არის დაკავშირებული, ჩვენი მომხმარებლების გარკვეულ ნაწილს, სამწუხაროდ, ჰქონდა შეფერხებები: ახალ სისტემაზე გადასვლის შემდგომ დღეებში, მათ ვერ შეძლეს სერვისის გააქტიურება და რიგ შემთხვევებში, ვერ ხერხდებოდა ჩარიცხული თანხების სწორად ასახვა ნომრის ანგარიშზე. ვწუხვართ, რომ ამის გამო აბონენტებს შეექმნათ შეფერხება თავიანთ საქმიანობაში. ამ დღეების განმავლობაში კომპანია განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს, რათა ყველა ეს შემთხვევა იქნას შესწავლილი და გამოსწორებული”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომპანიის ინფორმაციით, ამჟამად აღნიშნული ხარვეზის უდიდესი ნაწილი აღმოფხვრილია და მომდევნო დღეების განმავლობაში გაგრძელდება შეზღუდული სერვისების გააქტიურება და არასწორად დარიცხული/ჩამოჭრილი თანხების კორექტირება.

“ჯეოსელის” ყველა იმ აბონენტს, რომლებსაც ჰქონდათ ზემოთ აღნიშნული შეფერხება, უახლოეს მომავალში, კომპანია “სილქნეტი” საჩუქრად ჩაურიცხავს დამატებით 5 გიგაბაიტ ინტერნეტს”, – აცხადებს “სილქნეტი”.
 

მასალების გადაბეჭდვის წესი