ახალი ამბები

ირაკლი ალასანია მომავალი წლისთვის თავდაცვის ბიუჯეტის 11 პროცენტით გაზრდას ითხოვს

25 ივლისი, 2014 • • 977
ირაკლი ალასანია მომავალი წლისთვის თავდაცვის ბიუჯეტის 11 პროცენტით გაზრდას ითხოვს

“ფინანსთა მინისტრთან ჩვენ უკვე ძალიან სერიოზული სამუშაო გვაქვს ჩატარებული. ის საფრთხეები, რომელიც რეგიონში არსებობს… განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკრაინაში დაიწყო აგრესიული აქციები რუსეთის ფედერაციამ, ბუნებრივია, როგორც საქართველოში, ისე ევროპის სხვა ქვეყნებში ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა გამოჩნდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ არაერთი თათბირი გვქონდა პრემიერ-მინისტრთან და მომავალი წლის ბიუჯეტში გვაქვს მოთხოვნა და გათვალისწინებულიც გვაქვს საბიუჯეტო ზრდასთან დაკავშირებით. დიდი ნაწილი მიმართული იქნება წვრთნებზე და ასევე საგანგებო ზომები გვაქვს დაგეგმილი თავდაცვითი შეიარაღების სრულყოფაზე”, – განაცხადა ალასანიამ და დასძინა, ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების კუთხით, სასურველია, რომ მომავალ წელს 11 პროცენტით გაიზარდოს თავდაცვის ბიუჯეტი.


2014 წელს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 660 მილიონ ლარს შეადგენს, რომლის 11 პროცენტიც 72,6 მილიონია.


ირაკლი ალასანია
ირაკლი ალასანია

მასალების გადაბეჭდვის წესი