ახალი ამბები

დააკავეს პირი, რომელმაც კახეთში 39 საფლავი გაქურდა – შსს

1 თებერვალი, 2019 • 1472
დააკავეს პირი, რომელმაც კახეთში 39 საფლავი გაქურდა – შსს

პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც ახმეტის, თელავისა და გურჯაანის რაიონებში 39 საფლავი გაქურდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება.

უწყების თანახმად, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული საფლავების მესრების ალუმინის ნაკეთობებს შემდგომი რეალიზების მიზნით იპარავდა.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა პირი თელავის რაიონის სოფელ კისისხევში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე შეაჩერეს, როცა ის “ფოლკსვაგენ პასატის” მოდელის ავტომანქანით გადაადგილდებოდა.

” პოლიციამ ავტომანქანის საბარგულში საფლავის მესრის ალუმინის ნაკეთობები აღმოაჩინა, რომლებიც ბრალდებულს დანაშაულებრივი გზით ჰქონდა მოპოვებული.

[პირს წარსულში] ნარკოდანაშაულის გამო, სასამართლოს განჩინების საფუძველზე აკრძალული ჰქონდა ავტომანქანის მართვის უფლება”, – ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ქურდობისა და სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის მუხლებით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი