ახალი ამბები

მოქალაქე ამბობს, რომ ჰომოფობიურ ნიადაგზე ფიზიკურად გაუსწორდნენ

1 თებერვალი, 2019 • 1529
მოქალაქე ამბობს, რომ ჰომოფობიურ ნიადაგზე ფიზიკურად გაუსწორდნენ

ორგანიზაცია “თანადგომის” სოციალური მუშაკი, დავით გელაშვილი აცხადებს, რომ დღეს, პირველ თებერვალს, რუსთავში ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ. დაზარალებულს დაზიანებები სახის არეში აქვს მიღებული.

ის “ნეტგაზეთთან” საუბრისას ყვება, რომ სახლიდან ახალი გამოსული იყო, რა დროსაც ახლომდებარე სტადიონიდან შეურაცხმყოფელი შეძახილები მოესმა, შემდეგ კი ამავე სტადიონიდან ორი ადამიანი გამოვიდა, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ მას.

“სახლიდან გამოვედი, ჩვეულებრიდად ჩაცმული. სტადიონზე თამაშობდნენ ბიჭები ფეხბურთს, ბევრნი იყვნენ და რამდენიმემ რაღაც შეძახილები დაიწყო. ტელეფონზე ვსაუბრობდი ამ დროს და არ ვაქცევდი არანაირად ყურადღებას, ვერც ვხედავდი, ვინ იყო და არც მაინტერესებდა. როგორც კი გავცდი სტადიონს, ბოდიში და, მეძახდნენ “ყ*ეო, პიდარასტო” და სხვა სიტყვებს. რომ გამოვცდი, როცა მათი ხმა აღარც მესმოდა და ვეღარც ვხედავდი, დამესხა თავს ორი ბიჭი. დაიწყეს ყვირილი და დარტყმა. სახეზე მაქვს დაზიანებები – ცხვირზე, ტუჩსა და თვალზე”, – ამბობს დათო გელაშვილი.

მისივე თქმით, გამოიძახა პოლიცია და სასწრაფო, რომელმაც დახმარება ადგილზე აღმოუჩინა. იქვე მყოფ თვითმხილველებზე დაყრდნობით, დაზარალებული ამბობს, რომ თავდამსხმელები ადგილიდან მიიმალნენ.

ინციდენტის შემდეგ,ის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე გადაიყვანეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი