ახალი ამბები

ბარი, ტალინი და სხვა ახალი მიმართულებები ქუთაისის აეროპორტიდან

1 თებერვალი, 2019 • 2660
ბარი, ტალინი და სხვა ახალი მიმართულებები ქუთაისის აეროპორტიდან

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, ქუთაისის აეროპორტიდან პირდაპირი ფრენები 6 ახალი მიმართულებით განხორციელდება.

მინისტრის თქმით, ეს მიმართულებებია ბელგია, დანია, შვეიცარია ჰოლანდია, ესტონეთი და იტალია.

როგორც მინისტრმა განმარტა, ახალი რეისი იტალიის ქალაქ ბარიში იფრენს, ესტონეტის მიმართულებით კი ქუთაისი-ტაილინის რეისი ინიშნება.

საქართველო პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ახალ მიმართულებებზე ფრენები პირველი აგვისტოდან განხორციელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი