ახალი ამბებირეკლამაფოტო

შეხვდი ვალენტინობას ევროპაში

1 თებერვალი, 2019 • 3258
შეხვდი ვალენტინობას ევროპაში

ვალენტინობა ახლოვდება. რა გამორჩეული საჩუქარი უნდა აჩუქოთ საყვარელ ადამიანს თუ არა მოგზაურობა? ახალი ადგილები, ქუჩები და ადამიანები თქვენს ახალ თუ დიდი ხნის, მყარ ურთიერთობებს ხასხასა ფერებით აავსებს. ერთად მოგზაურობა ახალი, დადებითი ემოციების დაგროვებას და საერთო თავგადასავლებში გადაშვებას ნიშნავს.

დაივიწყეთ მომაბეზრებელი რუტინა, განაცხადები სამოგზაურო დაზღვევისა და როუმინგისთვის. შეარჩიეთ თქვენზე მორგებული ინტერნეტპაკეტი ბილაინის ვებგვერდზე www.beeline.ge ან მობილური აპლიკაციის საშუალებით MyBeeline. ბილაინის როუმინგის ინტერნეტპაკეტის შეძენისას, ავტომატურად, უფასოდ იღებთ ჯიპიაი ჰოლდინგის სამოგზაურო დაზღვევას 50 000 ევროს ლიმიტით. ერთად მოგზაურობის დროა!

სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ და მობილური ოპერატორი „ვიონი საქართველო“ (ბრენდი ბილაინი), საქართველოში პირველად, მომხმარებელს ერთობლივ პროდუქტს სთავაზობენ. ბილაინის როუმინგის ინტერნეტპაკეტის შეძენისას, მომხმარებელი ავტომატურად, უფასოდ ისარგებლებს ჯიპიაი ჰოლდინგის სამოგზაურო დაზღვევით. ამ ორი მომსახურების გაერთიანება მისი პოპულარულობიდან გამომდინარე გადაწყდა- საზღვარგარეთ საქმიანი მოგზაურობისას თუ დასასვენებლად გამგზავრების დროს, სამოგზაურო დაზღვევა და მობილური ინტერენტი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტებია. ჯიპიაისა და ბილაინის ახალი პროდუქტი უზოგავს მომხმარებელს ფინანსებს და დროს, ვინაიდან მას აღარ უწევს დაზღვევაზე დამატებით არც განაცხადის შევსება და არც თანხის გადახდა. პროდუქტით სარგებლობა მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ, რისთვისაც საკმარისია ეწვიოთ ბილაინის ვებგვერდს www.beeline.ge ან მობილურ აპლიკაციას MyBeeline.

ბილაინი მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ და ხელმისაწვდომ როუმინგის მომსახურებას, რომელიც მოიცავს ზარების განხორციელებასა და მიღებას, SMS სერვისს და მობილურ ინტერნეტს. ბილაინის როუმინგის ჩასართავად მომხმარებელს არ სჭირდება კოდის აკრეფა; როუმინგი ავტომატურად ირთვება საზღვარგარეთ ყოფნისას და მომხმარებელი იხდის მხოლოდ იმ მომსახურების საფასურს, რომელიც გამოიყენა. ამასთან, მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს სხვადასხვა მოცულობის როუმინგის ინტერნეტპაკეტებით, რომელთა ფასი სულ 5 ლარიდან იწყება.

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ სამოგზაურო დაზღვევის პოლისი 50,000 ევროს ფარგლებში ფარავს უცხოეთში ყოფნისას გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ხარჯებს – იქნება ეს ტრავმა, უეცარი ავადმყოფობა, თუ ჯანმრთელობის სხვა მოელოდნელი პრობლემები. საერთაშორისო ასისტანსი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოქმედებს. წლის დასაწყისიდან სამოგზაურო დაზღვევით ჯიპიაი-მ 289,000 ლარი აუანაზღაურა თავის დაზღვეულებს. 2018 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით „ჯიპიაი ჰოლდინგი“ პირველი კომპანიაა ბაზარზე, რომელსაც ბაზრის 24% უჭირავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი